მასშტაბური ხანძარი რუსეთში – ტომსკის ოლქის ერთ-ერთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტში დაიწვა და ნაწილობრიც ჩამოინგრა სახურავი. დამწვარია 5 225 კვ/მ- ფართობის ტერიტორია. ცეცხლის ჩაქრობას 90-მდე მეხანძრე და 30 სახანძრო მანქანა ცდილობს. სამუშაოებს ართულებს ძლიერი ყინვა [მინუს 17 გრადუსი] და კვამლი.
სავაჭრო ცენტრიდან 200-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის მიზეზი პიროტექნიკის განყოფილებაში გაჩენილი ცეცხლი გახდა, თუმცა არ გამოირიცხება ელექტროსადენების გაუმართაობაც.
კომენტარები