• რეკლამა
  • კონტაქტი
10:31, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული კრის ნოთი სერიალიდან EQUALIZER დაითხოვეს

ალია ავტორი - ალია
12:49 12-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობი კრის ნოთი სატელევიზიო შოუ Equalizer-ის პროდიუსერებმა დაითხოვეს.

“დღეიდან კრის ნოთი The Equalizer-ის ეპიზოდებში აღარ ითამაშებს”. – წერია სატელევიზიო არხ CBS-ის განცხადებაში.

სერიალ Sex and The City-ს მსახიობს გაუპატიურებაში 3 ქალი ადანაშაულებს. პირველი ბრალმდებლის (ფსევდონიმი ზოი) თქმით ინციდენტი 2004 წელს ლოს-ანჯელესში მოხდა. ქალი იმ ფირმის თანამშრომელი იყო, რომელთანაც მსახიობს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ნოთმა ზოი საკუთარ ბინაში წიგნებზე სალაპარაკოდ დაპატიჟა. შემდეგ ქალს ძალით აკოცა და სარკის წინ გააუპატიურა. იმ დროს მსახიობი 49 წლის იყო, ხოლო დაზარალებული 22-ის.

მეორე დაზარალებული (ფსევდონიმი ლილი) კლუბში მიმტანად მუშაობდა, რომელსაც ნოთი ხშირად სტუმრობდა. მსახიობმა ლილი ვახშამზე დაპატიჟა, რაზეც თანხმობა მიიღო, ვინაიდან ლილი Sex and The City დიდი თაყვანისმცემელი იყო. ვახშმის შემდეგ ნოთმა სახლში წაყოლა სთხოვა, რათა ცოტაოდენი ვისკი დაელიათ და სამომავლო კარიერულ გეგმებზე ელაპარაკათ. ბინაში მსახიობმა ქალს დაუკითხავად აკოცა და შემდეგ ორალური სექსი აიძულა. მეორე დაზარალებულმაც აღნიშნა, რომ გაუპატიურება სარკის წინ მოხდა. ლილის თქმით ინციდენტი 2015 წელს მოხდა, როდესაც ნოთი უკვე დაქორწინებული იყო მსახიობ ტარა უილსონზე. იმ დროს დაზარალებული 25 წლის იყო, ხოლო მსახიობი 60-ის.

მას შემდეგ რაც მსახიობს ორმა ქალმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი, მსახიობმა ლისტერ-ჯონსმა Instagram-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნოთი მასზე სექსუალურ ძალადობაშიც დაადანაშაულა.

ბრალდებებიდან რამდენიმე დღეში ნოთთან თანამშრომლობა შეწყვიტა სამსახიობო სააგენტომ.

თავად მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფს, პირველი კომენტარი მან გამოცემა Hollywood Reporter-თან გააკეთა: 

“არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს 30 წლის წინ, თუ 30 დღის წინ. “არა” ნიშნავს “არას” და ამ ზღვარს მე არასდროს გადავდივარ. შეხვედრები ორმხრივი თანხმობით მოხდა. არ ვიცი რატომ ამოტივტივდა ეს ამბავი ახლა, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ ამ ქალებს თავს არ დავსხმივარ”. – ამბობს მსახიობი.

კრის ნოთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი სერიალ Sex and The City-ში შესრულებული მისტერ ბიგის როლით გაითქვა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved