Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 347 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 913 738-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6,71%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.24%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 263 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 866 339.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 169 პირი ემსხვერპლა.














კომენტარები