აშშ-ის ადმინისტრაციის საშუალო რანგის ერთ-ერთ თანამშრომელს გეგმიური ტესტირების დროს კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კი, სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე მან ჯო ბაიდენთან ერთად საპრეზიდენტო თვითმფრინავში დაახლოებით ნახევარი საათი გაატარა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ პსაკის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, მისი თქმით, ინფიცირებული კორონავირუსზე სრულად, მათ შორის მესამე დოზითაც იყო აცრილი და თვითმფრინავში ასვლამდე ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინა.
ამასთან, პსაკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას და ორშაბათს COVID-ზე ტესტები ჩააბარა და მათი შედეგები უარყოფითი იყო. ამასთან, მან დაადასტურა, რომ პრეზიდენტი სრულად არის აცრილი და აპირებს, ყოველდღიური გრაფიკი გააგრძელოს.














კომენტარები