ოფიციალური ბელარუსის განცხადებით, ლონდონში მათ საელჩოს თავს დაესხნენ, შენობის ფასადი დააზიანეს და რამდენიმე დიპლომატი სცემეს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
„ერთ-ერთ დიპლომატს თავდასხმის დროს ცხვირი გაუტყდა, კბილები ჩაემსხვრა და ტვინის მსუბუქი შერყევა აღენიშნება. თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დააკავეს. ისინი, სავარაუდოდ, რადიკალურ ემიგრანტთა ჯგუფს, სახელწოდებით „ნაძეიას“ ეკუთვნიან“, – ნათქვამია ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ე.წ. რადიკალურ ემიგრანტთა ჯგუფი ბელარუსის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხარდასაჭერად შეიქმნა, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის შემდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
ბელარუსი ბრიტანეთს მომხდარის საფუძვლიანად გამოძიებას სთხოვს.
pia.ge
კომენტარები