• რეკლამა
  • კონტაქტი
23:13, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

პროგრამირებიდან ელექტრო მექანიკოსობამდე – „თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებული ლაშა ხუციშვილი

ალია ავტორი - ალია
18:12 12-20-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ლაშა ხუციშვილი „თეგეტა აკადემიის“ პროფესიული პროგრამის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ კურსდამთავრებულია. ის, 10 სტუდენტთან ერთად, პირველ ნაკადში მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა.

პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამას მოჰყვება სტაჟირება „თეგეტა ჰოლდინგში“. ლაშამ ყველა ეს საფეხური გაიარა და უკვე  კომპანიის თანამშრომელია – ახლა სხვებს უზიარებს თავის გამოცდილებას. დაახლოებით, ერთი თვეა, „თეგეტაში“, პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ელექტრო და ელექტრონული სისტემების თემაზე ტრენინგებს ატარებს. სხვებისთვის ცოდნის გაზიარების შეთავაზება კომპანიისგან მიიღო. მარტივად დასთანხმდა, რადგან მიაჩნია, რომ პროგრამაზე მიღებული ცოდნით და უნარ-ჩვევებით, შეძლებს მის მსგავსად, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ეს საქმე შეასწავლოს.

„თეგეტა აკადემიაში“ პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“, პირველი ნაკადი, 2020 წელს მიიღეს. პროგრამის მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში, ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. როგორც „თეგეტაში“ ამბობენ, სწავლის პროცესში, სტუდენტები იღებენ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ამ თემასთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხზე.

ლაშას, სკოლის პერიოდიდან ტექნიკური საგნები, შემდეგ კი ტექნოლოგიები, უფრო მეტად პროგრამირება აინტერესებდა. ამ პროფესიული პროგრამის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო.

„სწავლის პროცესი ძალიან მომეწონა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მივიღე. არა და, ამ საქმეში პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრი ნიუანსი და დეტალია, რომელსაც მხოლოდ საქმის კეთების პროცესში ისწავლი“. 

ამბობს, რომ ელექტრო და ელექტრონული სისტემის მიმართ ახლა კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდა, ბევრს ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  თუ ადრე პროგრამირებაზე სურდა სწავლა და შემდეგ ამ პროფესიით მუშაობა, ახლა ელექტრო და ელექტრონული სისტემები უფრო მეტად აინტერესებს. „როგორც პროფესიონალი, ვცდილობ, საქმეში ჩემი ცოდნა გამოვიყენო, გავითვალისწინო, ის რაც აპრობირებული, სწორი და თან, ამავე დროს ინოვაციურია. ეს პროფესია ხომ ადამიანების შექმნილია? შესაბამისად, არსებობს უკვე აპრობირებული, გამოცდილი მეთოდები. მათი მიყოლა, ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენს პროფესიაში საქმის კარგად კეთებისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სიახლეები არ ვეძიოთ, განსხვავებული არაფერი შევმატოთ“.

ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მოთმინების უნარი და მყარი ნერვები.

„რაც უფრო ღრმად ჩავიხედე ამ პროფესიაში, ნაკლებად დაძაბული ვარ,  თავს უფრო და უფრო კომფორტულად ვგრძნობ“.

მისთვის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების ათვისება რთული ნამდვილად არ აღმოჩნდა. ამბობს, რომ მთავარი ინტერესია და თუ ადამიანს ეს გააჩნია, ნებისმიერ საქმეს ისწავლის.

„ჩვენს პროფესიაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მოტივაცია, პრაქტიკული და რაღაც დონეზე, ტექნიკური აზროვნება. ასევე, მგონია, რომ მუდმივად თვითგანვითარებაზე უნდა ფიქრობდე, ახალ-ახალ ინფორმაციას იძიებდე და აანალიზებდე, შემდეგ კი მას პრაქტიკაში ნერგავდე. სიახლეების გაცნობა, ცოდნის მუდმივად განახლება გაქცევს პროფესიონალად. ამ საქმის კარგად ათვისებას ძალიან ბევრი შრომა და დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, არც დრო და არც ენერგია არ უნდა დავიშუროთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს“.

No description available.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved