• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
16:17 12-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედ კომპანიებს, ჩვენი დიდი წუხილის მიუხედავად, ეს ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში შემდგომ ინვესტირებას,” – ამის შესახებ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე.
“აზარტული კომპანიების მიერ, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სასპონსორო აქტივობები და ქართულ სპორტში ჩაიდო რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა, თუ სპორტსმენების განვითარებას. აზარტული თამაშების ბიზნესოპერატორების სასპონსორო კამპანიების უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, იყო ოპერატორების მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობა და სათამაშო ბიზნესის კომპანიების იმიჯის ამაღლებას. ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრებით ფინანსდებოდა თითქმის ყველა სპორტული მიმართულება, სპორტული გუნდი, თუ სპორტსმენი. აზარტული თამაშების კომპანიები აფინანსებენ, როგორც დამწყებ, ასევე წარმატებულ სპორტსმენებს. აღნიშნული ხელს უწყობდა საქართველოს საუკეთესოდ წარმოჩენას მსოფლიო არენაზე.
გვსურს, დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედ კომპანიებს, ჩვენი დიდი წუხილის მიუხედავად, ეს ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში შემდგომ ინვესტირებას. სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე, რაც ნეგატიურად აისახება თავად სპორტის განვითარებაზე. ასევე, დარგს მოუწევს შეამციროს ან უარი თქვას სპორტულ ტრანსლაციებზე. შესაბამისად, დღეს ჩვენ მოგიწვიეთ სპორტის წარმომადგენლები, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი აღნიშნული მოვლენების გარშემო, გაგიზიაროთ ჩვენი მომავალი ნაბიჯები. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩვენთვისაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა არანაირი გზა, მოვქცეულიყავით სხვაგვარად,” – აღნიშნულია საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved