ისრაელმა „ომიკრონის“ საფრთხის გამო მოქალაქეებს აშშ-ში, თურქეთში, გერმანიასა და კიდევ შვიდ ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა. ასეთი გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მიიღო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ინფორმაციით, ე.წ. წითელ ნუსხაში ასევე დაამატეს ბელგია, უნგრეთი, იტალია, კანადა, პორტუგალია, შვეიცარია და მაროკო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა ქნესეთის საკონსტიტუციო კომისიამ უნდა დაამტკიცოს და ის ძალაში 22 დეკემბრიდან შევა.
1 tv.ge
კომენტარები