• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მორწმუნე ქრისტიანი” წმინდა გიორგიზე და ეკლესიაზე არ ღლაბუცობს!” – ამირან სალუქვაძე სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
10:47 12-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

ამასთან, სალუქვაძე თავის პოსტში “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტზე საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას იმ განცხადებასაც იხსენებს, სადაც ის აცხადებს, რომ ათეულობით მილიონის ქონება, უნივერსიტეტები, სამედიცინო ბიზნესი და უამრავი სხვა რამ, მემკვიდრეობით მიიღო. 

“ხომ გახსოვთ სააკაშვილის წინასაარჩევნო ჩართვა “გლავკანალზე”, “მე ვარ მორწმუნე ქრისტიანი,” აღვადგინე გელათი და ბაგრატიო, ახლა ისევ ეკლესიას ესხმის თავს, რუსეთუმეებისგან უნდა გავწმინდოთო.

ის ჩანაწერიც ხომ გახსოვთ, “ერთი პატიოსანი კაცი მხოლოდ წმინდა გიორგი იყოო”, თავის ბომონდთან ერთად ეკლესიაზე და ქრისტიანობაზე რომ ღლიცინებენ?!

“მორწმუნე ქრისტიანი” წმინდა გიორგიზე და ეკლესიაზე არ ღლაბუცობს.

წინასაარჩევნოდ სპექტაკლი დადგა, მორწმუნე ვარო, მისი ჭკუით, ელექტორატის მოსაზიდად.

არჩევნებს შორის შუალედებში რეალურ სახეს აჩვენებს.

როგორც კი ვინმეს საუბარი არ მოსწონთ, ეგრევე იწყება რუსეთუმეობის და პუტინისტობის მოშველიება.

რაც შეეხება “ეკლესიის გაწმენდას”, რითაც იმუქრება.

ჯერ ერთი, ეკლესიის გასაწმენდად არავინ მიგიშვებთ, მაგის თავი რომც გქონდეთ. მეორე, ეკლესია საზოგადოების ნაწილია. როგორც ხალხშია რუსული ვექტორის მომხრეები, არ ვიცი რამდენი პროცენტია, ისევეა ეკლესიაშიც. საზოგადოებასაც რეპრესიებს მოუწყობთ პოლიტიკური?

ზუსტად თქვენ უწყობთ ხელს ანტიდასავლურ განწყობებს, რადგან ყველანაირი ღირებულებების დისკრედიტაცია მოახდინეთ.

დღევანდელ იმედის სიუჟატსაც არ შეიმჩნევთ. სააკაშვილის ვიდეო ხომ გახსოვთ, 16 კვ. მეტრი ლოჯის მოშენებას ვნატრობდითო? დღეს დედამისი ამბობს ათეულობით მილიონის ქონება, უნივერსიტეტები, სამედიცინო ბიზნესი და უამრავი სხვა რამ, მემკვიდრეობით მერგოო. არადა, რაც აჩვენეს მხოლოდ მიზერია.

ეს სიუჟეტიც კი საკმარისია იმისათვის, რომ პოლიტიკაში თავს ვერ უნდა ყოფდეთ.

ისე, მილიონი გამომწერის გვერდზე ბოლო პერიოდის კომენტარები დათვალეთ. იქნებ ასე მაინც მიხვდეთ რამდენად აქტუალურები ხართ დღეს. გაცოცხლებთ მხოლოდ ნაძარცვი მილიონები და პარტიული მედია, თუმცა ეს რესურსებიც ვერ მოგიტანთ შედეგებს.

სიტყვა “შერიგება” არაა აქტუალური. რაც შეეხება შეთანხმებას, თქვენთან არც შეთანხმებაა შესაძლებელი.

შეთანხმება უნდა მოხდეს ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთ საკითხზე: ეთიკის ნორმებზე, პოლიტიკურ კულტურაზე, პოლიტიკაში ყოფნის წესებზე,” – წერს ამირან სალუქვაძე.

gtmedia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved