• რეკლამა
  • კონტაქტი
20:46, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

21 დეკემბერს დაბადებული პოლიტიკოსები – მათი პოლიტიკური გზა და ბედისწერა

ალია ავტორი - ალია
18:11 12-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, ირაკლი ალასანია, იოსებ სტალინი – მათ, ყველას ერთად ერთი რამ აერთიანებთ, ექვსივე 21 დეკემბერს არის დაბადებული.

ამ ადამიანებზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ 21 დეკემბერს დიდი, ხანაც მცირე მასშტაბის “პოლიტიკა” იბადება. ეს თარიღი ერთგვარი პოლიტიკური დიდების საწინდარია. ინგლისურ ენაში პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად და პოლიტიკის მკეთებლებად იყოფიან, ამის ნათელი მაგალითი ქართველებისთვის უკვე კარგად ცნობილი შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი, იოსებ სტალინი და შეიძლება ითქვას, მიხეილ სააკაშვილი არიან.

საქართველოში კიდევ ორი ქართველი პოლიტიკოსი – ირაკლი ალასანია და ნიკა მელია ემატებიან. ამ ცნობილი ექვსეულიდან ხუთი დასავლელი და პროდასავლურობით ცნობილი პოლიტიკოსები არიან, თუმცა არის კიდევ ერთი – იმპერიალისტური რუსეთის იდეისთვის და ევროპის გამანადგურებელი მებრძოლი სტალინი…

ამ პოლიტიკურ ორიენტაციაში აღრეულებში ალბათ, სანუგეშო ისაა, რომ უმრავლესობა დიდ პოლიტიკაში სწორი ფასეულობებით მოღვაწეობს…

ზოდიაქოთი მშვილდოსანი პოლიტიკოსები პოლიტიკურ “მშვილდს” თავიანთ ქვეყნებში მიზანში ისვრიან. ამ ექსვეულიდან რამდენიმე საკუთარ სახელმწიფოებს სწორედ პოლიტიკის წყალობით გაცდა:

მშვილდოსანი პოლიტიკოსები პოლიტიკის საერთაშორისო არენაზე

შარლ მიშელი – ბელგიის სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის (2014 – 2019) პოლიტიკური დიდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სავარძელს მისწვდა და ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას იკავებს. შარლ მიშელი ბელგიაში, 1975 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.

იოსებ სტალინი – კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ის ქალაქ გორში 1878 წელს 21 დეკემბერს დაიბადა.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი, საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი და ამჟამად, საქართველოში პატიმრობაში მყოფი. ის თბილისში 1967 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.

საქართველოს მასშტაბში ჩატეული პოლიტიკოსები 

მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში ელჩის პოზიციაზე 2006 წელს ირაკლი ალასანიამ მიიღო, თუმცა ის ადგილობრივი პოლიტიკიდან წავიდა და ხანგრძლივი პაუზა აიღო. დაუბრუნდება თუ არა ალასანია აქტიურ პოლიტიკას ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2014 წლის 4 ნოემბრამდე. ის ბათუმში, 1973 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.

ნიკა მელია – ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი. საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს. იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩეველი, აღსრულების ბიუროში ჯერ უფროსის მოადგილე, მერე – უფროსი. ასევე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი, მთაწმინდის გამგებელი, 2014 წელს, თბილისის მერობის კანდიდატი. ის თბილისში 1979 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.

ბებერი ევროპის ფრანგი პოლიტიკოსი 

იმანუელ მაკრონი – ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლის 14 მაისიდან დღემდე, კარიერის დასაწყისში, მუშაობდა საჯარო მოხელედ, შემდეგ დაინიშნა საინვესტიციო ბანკირად. ვალსის მთავრობაში ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა, ის თანამდებობიდან გადადგა და საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. მაკრონი ქალაქ ამიენში, (საფრანგეთი) 1977 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.

“სახალისო მათემატიკა” 

21 დეკემბერს დაბადებული პოლიტიკოსები (18)67 წლიდან (19)79 წლებამდე დაიბადნენ. ყოველ მათგანში არის “სამოცდა…” 1878, 1967, 1973,  1975, 1977, 1979…

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?
ახალი ამბები

“ზოგი ოპერაციის დღესვე სამსახურში მიდის” – რა რისკებთანაა დაკავშირებული ვარიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?

15:25 05-05-2026
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან  საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

14:43 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved