• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც სააკაშვილი შესაძლო უმძიმეს გართულებამდე და ავადმყოფობების რეციდივამდე მიიყვანა, დედა და ბიძაა” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:25 12-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

საკუთარი კეთილდღების და ფინანსური პირამიდის შესაქმნელად – მათ საკუთარი შვილი და დისშვილი ისეთ “ოკეანეში” შეუშვეს გასაცურად, რაც მისთვის წმინდა სამედიცინო მაჩვენებლებით კატეგორიულად აკრძალული იყო – და ამით, გაწირეს კიდეც, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ექსპერტი დვაით ქართველიშვილი და მსოფლიოს ისტორიიდან მაგალითები მოჰყავს. 
მისი თქმით, თანდაყოლილი თუ შეძენილი ფსიქო-ნევროლოგიური დაავდების მქონე ადამიანებისთვის, განუზომელი ძალაუფლებისკენ ლტოლვამ, შესაძლოა ლეტალურ შედეგამდე მიიყვანოს.
რუბრიკიდან “ხდება ხოლმე” ანუ – “განა შენა ხარ პირველი” .
“თანდაყოლილი თუ შეძენილი ფსიქო-ნევროლოგიური ბაგაჟის მქონე ადამიანებისთვის, განუზომელი ძალაუფლება იმ კატალიზატორს წარმოადგენს, რომელმაც ავადმყოფი შეიძლება  ლეტალურ შედეგამდე მიიყვანოს. 
ისტორიამ ამის რამოდენიმე პრეცენდენტი შემოგვინახა:ნაბუქოდონოსორ II ბაბილონელი – ცხოვრების უკანასკნელი შვიდი წელიწადი მან უდაბნოში გაატარა. თავი მტაცებელი ცხოველი ეგონა.კალიგულა, რომის იმპერატორი – ცნობილი იყო სადიზმის, გაუკუღმართებული და აღვირახსნილი სექსისა და სხვა ექსტრავაგანტური ქცევებისადმი მიდრეკილებებით.
გენრიხ VI ინგლისელი – ქრონიკულმა მრავალწლიანმა ფსიქიკურმა აშლილობამ, ხან ლეტურგიაში, ხან რელიგიურ ექსტაზში ჩააგდო იგი. ასე წვალობდა, სანამ არ მოკლეს.
ჩჟენდე, ჩინეთის იმპერატორი – ერთობოდა ავანტიურისტული სამხედრო ლაშქრობებით, სადაც სარდლად ნიშნავდა თავის მოჩვენებით არარსებულ “ავატარს” და მას აძლევდა სამხედრო დავალებებს.
იოანა კასტილიელი, საფრანგეთის დედოფალი – ეჭვიანობის ნიადაგზე შიზოფრენიით დაავადებული ერთი უბედური ქალი.
იოანე მრისხანე, რუსეთის მეფე – რეფორმებისა და უსასტიკესი პოლიციური სისტემის დანერგვის მიუხედავად, სადისტური რეჟიმის შემქმნელი დიქტატორი.
რუდოლფ II, რომის იმპერატორი – ეს უმძიმესი მელანქოლიის მატარებელი მართველი, ამავდროულად იყო ცნობილი მეცენატი და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი.
გეორგ III ინგლისელი – ჰალუცინაციები, პარანოია, ფერმენტული აშლილობა, რაც ამ მართველმა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაატარა.
კარლოტა მექსიკელი, მექსიკის იმპერატორი – ცხოვრების უკანასკნელი წლები ფსიქიკური აშლილობის მთელი “ბუკეტით” იყო “დაჯილდოვებული”.
ლუდვიგ II ბავარიელი – მიუხედავად იმისა, რომ ამ მართველის მოწინააღმდეგეთა მიერ შედგენილმა კონსილიუმმა, იგი შეურაცხადად გამოაცხადა და ძალაუფლება ჩამოართვა, დღემდე არ არსებობს ისტორიული დასტური, რომ ექიმების მიერ ის ერთხელ მაინც იყო გამოკვლეული.
ასე რომ, ჩვენს შემთხვევაში – ვინც პაციენტი შესაძლო უმძიმეს გართულებამდე და ავადმყოფობების რეციდივამდე მიიყვანა – მისი უახლოესი გარემოცვაა: დედა და ბიძა პირველ რიგში. საკუთარი კეთილდღების და ფინანსური პირამიდის შესაქმნელად – მათ საკუთარი შვილი და დისშვილი ისეთ “ოკეანეში” შეუშვეს გასაცურად, რაც მისთვის წმინდა სამედიცინო მაჩვენებლებით კატეგორიულად აკრძალული იყო – და ამით, გაწირეს კიდეც.” – წერს დავით ქართველიშვილი.

gtmedia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved