ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე, მათ სამედიცინო დაწესებულებაში 88 პაციენტი მკურნალობს.
„88 პაციენტიდან 15 რეანიმაციაშია. ამ 15-დან 2 ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ორ კვირაზე მეტია, ისინი მართვისთ სუნთქვაზე არიან. კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტების მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმე არაა. მშობლებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე, მხოლოდ ორი მშობელია ვაქცინირებული და მათი მდგომარეობა მსუბუქია”, – აღნიშნა მაია ჩხაიძემ „ქრონიკასთან” საუბრისას.














კომენტარები