დღეს საბავშვო ევროვიზიის ფინალური კონცერტი გაიმართება. 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილე პარიზში “ლა სენ მიუზიქალის” სცენაზე იმღერებს. კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში 19:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
ხმის მიცემა საქართველოს წარმომადგენლისთვის ვებ-გვერდზე vote.junioreurovision.tv არის შესაძლებელი. საქართველოს წარმომადგენელთან ერთად შეგიძლიათ ხმა მისცეთ კიდევ ორ კონკურსანტს.
ნიკო ქაჯაია პროექტ “რანინას” გამარჯვებულია. საბავშვო ევროვიზიაზე ის გიგა კუხიანიძის სიმღერას”დავაგროვოთ ღიმილები” (Lets count the smiles) შეასრულებს.














კომენტარები