• რეკლამა
  • კონტაქტი
18:29, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

19 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ათონელის ქუჩაზე, ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზე, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

ალია ავტორი - ალია
17:59 12-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

19 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ათონელის ქუჩაზე, ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზე, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„19 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ათონელის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო გადაადგილება ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზეც აიკრძალება.

საახალწლო ღონისძიებების მსვლელობის ფარგლებში, 14 იანვრის ჩათვლით, ზაარბრიუკენის მოედნიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აიკრძალება ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) ათონელის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გადაადგილება შეეზღუდებათ ჯ. სკუდიერის ქუჩიდან, ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდისკენ) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) მოხვედრა აიკრძალება ს. ვირსალაძის, გ. ჭანტურიასა და რ. აბჟანდაძის ქუჩებიდან მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც.

ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ ლ. ტოლსტოის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროს (მარცხენა სანაპირო) გავლით, ბარათაშვილის ხიდის, რ. თაბუკაშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე, ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით.

ს. ვირსალაძისა და გ. ჭანტურიას ქუჩებიდან ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდი) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დაშვებულია ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და ნოე ჟორდანიას მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით:

ავტობუსი N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას. ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდება ბარათაშვილის ხიდზე და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე, რის შემდეგ, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების დახმარებით დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედანს და იმოძრავებს დადგენილი სქემით.

ავტობუსი N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით გადაინაცვლებს ბარათაშვილის ქუჩაზე. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე, მარცხენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებს და იმოძრავებს დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსი N50 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან განაგრძობს სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით. დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ავლაბარს“. უკუმიმართულებით, მარშრუტი მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ დაუკავშირდება ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგ ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩით მოხვდება ზაარბრიუკენის მოედანზე და განაგრძობს სვლას დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსის მარშრუტები N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, გადაინაცვლებენ მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსი N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩით (ელბაქიძის დაღმართი) დაუკავშირდება მარჯვენა სანაპიროს. შემდეგ, მარშრუტი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, მარშრუტი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსი N150 გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით. ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, გადაინაცვლებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მოხვდება გორგასლის ქუჩაზე, რის შემდეგაც იმოძრავებს დადგენილი სქემით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved