• რეკლამა
  • კონტაქტი
10:02, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განსაკუთრებით საინტერესო იყო ის არსებული პოლიტიკური გარემო, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გულწრფელად აღწერა” – გია აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
16:20 12-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

“ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და ყურადსაღები იყო ის უწინდელი და არსებული პოლიტიკური გარემო, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გულწრფელად აღწერა – მას მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში, 2021 წლის თებერვალში მოუწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ, რადიკალური ოპოზიცია კი საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდა”, – ასე აფასებს ექსპერტი გია პრემიერი – მინისტრის 2021 წლის ანგარიშის წარდგენას.

მისი თქმით, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ამ შთამბეჭდავი საგარეო მიღწევებით, უზრუნველი ცხოვრება ხვალ-ზეგ გვექნება, მაგრამ მშვიდობიანი გარემოთი, სტაბილურობით, თანხმობით, სირთულეების დაძლევა უფრო სწრაფად მოხდება.

“მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა არსებულ მიღწევებზე, პრობლემებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ბუნებრივია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ საინტერესო, გულახდილ შეჯამებას მოყვა თვითმარქვია ექსპერტების, პოლიტიკანებისა და ათასგვარი ფსევდოების უკიდურესად ბულვარული შეფასებები, რისი განხილვაც ნამდვილად არ ღირს.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო და ყურადსაღები იყო ის უწინდელი და არსებული პოლიტიკური გარემო, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გულწრფელად აღწერა – მას მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში, 2021 წლის თებერვალში მოუწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ, რადიკალური ოპოზიცია კი საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდა.
პრემიერმა ღარიბაშვილმა და მმართველმა გუნდმა საქართველოს მიერ ნაკისრი საშინაო და საგარეო ვალდებულებების, კანონის უზენაესობის დაცვით, საქართველოში მეტ-ნაკლებად დაამყარა წესრიგი და ყველა დესტრუქციულ აქტორს მიუჩინა კუთვნილი ადგილი. პროცესი ახლაც გრძელდება და მომავალშიც ასე იქნება. “ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩემთვის ასევე საინტერესო, საგარეო პრიორიტეტებზე (რადიკალი უვიცი ნაცსექტანტები მაინც ვერ შეიმეცნებენ) საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ უფრო განმტკიცდება და შენარჩუნდება შეერთებული შტატებთან უმაღლეს დონეზე არსებული პოლიტიკური დიალოგი და კოორდინაცია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების რეალიზაციაზე მუშაობა იქნება ამჟამინდელი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. რაც გულისხმობს სხვადასხვა სექტორული მიმართულებით კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, იგივე ბენეფიტების მიღებას. პროცესი დაწყებულია და მომავალში უფრო გაფართოვდება.

ნატო-ს წევრობა, რასაც მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში შესასვლელად და მნიშვნელოვანია, რომ მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ნატო-ს სამიტზე საქართველოს საკითხის სათანადო ასახვა იქნება მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი 2022 წელს; შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

ადგილობრივ პოლიტიკურ კონიუნქტურას რომ გავცდეთ, უამრავი ავტორიტეტული საერთაშორისო აქტორის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, საქართველო ისე ახლოს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, როგორც არასდროს.
ამასთან, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო ფლანგზე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ასევე საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და რეგიონის
ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წლეულს, ივნისში, საქართველოს მიერ წარმოებული წარმატებული მედიაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება შედგა. “ეს არის დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონის გეოპოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის ნათელი მაგალითი”, – თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი მმართველი გუნდი სწორედ ის ძალაა, რომელმაც “რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა და არსებული მთავარი პრობლემის – ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხისა და დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რაც საერთაშორისო დიალოგის ფორმატების გავლით ხორციელდება”.
ის, რომ 2012 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, ჩვენი ქვეყანა საგრძნობლად დაწინაურდა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, არაერთხელ გაცხადდა. მრავალი წონადი ანგარიშიდან საგულისხმოა კერძოდ ის, რომ Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, წელს, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც აფასებს მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს. „გლობალური კორუფციის ინდექსი 2021“-ის შესაბამისად, საქართველომ 9 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია. მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველო წელს მსოფლიო ბანკის წევრ 20 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ინდექსი ეფუძნება ისეთ ინდიკატორებს როგორებიც არის: ბიზნეს-გარემო, ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო სერვისები, კორუფციის ინდექსი, ფინანსური სტაბილურობა. მთავრობის ეფექტიანობით საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს. რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყნებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბრიუსელში ვიზიტისას, პრემიერი ღარიბაშვილი შეხვდა კომპანია “Rothschild & Co”-ს ხელმძღვანელობას, ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლითაც მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ფინანსური გიგანტი საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე იწყებს მუშაობას, ასევე იმუშავებს ინვესტიციების, ინვესტორების და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით.

ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ამ შთამბეჭდავი საგარეო მიღწევებით, უზრუნველი ცხოვრება ხვალ-ზეგ გვექნება. რასაკვირველია, უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა და გამოწვევაა საქართველოში, მორღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა, მშვიდობიანი გარემოთი, სტაბილურობით, თანხმობით, სირთულეების დაძლევა უფრო სწრაფად ხდება. არ არის აუცილებელი ყველა იყოს მმართველი პარტიის მხარდამჭერი (ეს არც შეიძლება დემოკრატიულ სახელმწიფოში), მაგრამ დესტრუქციითა და საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის მტრობა კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერისგან. კონსტრუქციულად და ამასთან უმწვავესად მთავრობის კრიტიკა, ალტერნატიული, რეალისტური გზებით უკეთესობის მიღწევაზე კონცენტრირება – აი, ამას ველოდებით პოლიტიკური აქტორებისგან და არა მუდმივ ნაცარქექიობას არააქტუალურ თემებზე. მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ – წერს აბაშიძე facebook -ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved