• რეკლამა
  • კონტაქტი
00:28, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოსახლეობისთვის ჩამოვიტანეთ 5 მილიონამდე ვაქცინა, დღეისთვის 2 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა და მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა ეს არ არის საკმარისი

ალია ავტორი - ალია
12:36 12-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ევროკავშირმა აღიარა ქართული კოვიდ-სერტიფიკატები და საქართველო შეუერთდა ევროკავშირის შესაბამის ერთიან ციფრულ სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულების პირველივე დღეებიდან აქტიურად დაიწყო ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, წარმატებული მოლაპარაკებები იქნა წარმოებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ასევე კომპანია „ფაიზერის“ პრეზიდენტთან და ჩინეთის პრემიერთან, რათა საქართველოს ვაქცინების საკმარისი მარაგები სწრაფად მიეღო.

„სამწუხაროდ, დამხვდა რეალობა, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობდა ვაქცინების საკმარისი მარაგი. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულების პირველივე დღეებიდან აქტიურად დავიწყე ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, წარმატებული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, პირადად მქონდა მოლაპარაკებები ვაქცინების მწარმოებელ კომპანია „ფაიზერის“ პრეზიდენტთან, ასევე ნაყოფიერი იყო ჩემი კომუნიკაცია ჩინეთის პრემიერთან, რათა საქართველოს ვაქცინების საკმარისი მარაგები მსოფლიოში იმ დროს არსებული დეფიციტის მიუხედავად რაც შეიძლება სწრაფად მიეღო. საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაციამ შედეგი გამოიღო და როგორც კერძო მწარმოებელი კომპანიების, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და პრეზიდენტ ბაიდენის, აგრეთვე ჩინეთის პრემიერის ხელშეწყობით, საქართველომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები მიიღო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა და როგორც წამახალისებელი ინიციატივების, ისე არაპირდაპირი შეზღუდვების შემოღებით, ვაქცინაციის პროცესს ხელი შეუწყო.

„ჩვენი მოსახლეობისთვის ჩამოვიტანეთ 5 მილიონამდე ვაქცინა, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2 მილიონი დოზა „ფაიზერი“, 1 700 000 დოზა „სინოფარმი“, 1 100 000 დოზა „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და ა.შ. მოქალაქეებს მივეცით თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ, თუ რომელი მწარმოებლის ვაქცინით აიცრებიან. ასევე, ევროკავშირმა აღიარა ქართული კოვიდ-სერტიფიკატები და საქართველო შეუერთდა ევროკავშირის შესაბამის ერთიან ციფრულ სისტემას.

მთავრობამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა და როგორც წამახალისებელი ინიციატივების, ისე არაპირდაპირი შეზღუდვების შემოღებით, ვაქცინაციის პროცესს ხელი შევუწყვეთ. დღეისთვის 2 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა და მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, ავიცრათ, რადგან ეს არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი გზა დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ახლობლები და ერთად დავამარცხოთ პანდემია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved