• რეკლამა
  • კონტაქტი
19:04, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შესაბამისი რეაგირება გვექნება, თუ მაინც გაკეთდება ღონისძიებები – შრომის ინსპექციის უფროსი

ალია ავტორი - ალია
20:55 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ღამის კლუბი მაინც გადაწყვეტს ღონისძიების ჩატარებას, ინსპექციას შესაბამისი რეაგირება ექნება. როგორც ფერაძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ღამის კლუბებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია და საკითხის განხილვა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ღონისძიების ანონსის ან მისი თვითნებურად ჩატარების უფლება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამდე აქვთ. 

“ვერ ვიტყვი, რომ იყო დისკომუნიკაცია ღამეს კლუბებთან… პროტოკოლის დრაფტის შემუშავება არ გულისხმობს, რომ ნებართვა აქვს ამა თუ იმ სექტორს მიღებული. სავარაუდოდ, განწყობა უწყებების ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდანაც კონსტრუქციული მზაობა და დამოკიდებულება სექტორის მიმართ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებამდე თვითნებურად ანონსი უნდა გაკეთდეს ღონისძიებების ჩატარება, თუ არჩატარებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მათ შორის, [ანონსი] როდესაც გავრცელდა პირველივე დღეს, კომუნიკაცია გვქონდა და მათ ავუხსენით, რომ მანამ, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ვერ იქნება ნებართვა მიცემული ვერც ერთ ღონისძიებაზე, ეს ინფორმაცია მათ აქვთ და მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ გარკვეულმა ორგანიზაციებმა მაინც დააანონსეს ივენთები”, – ამბობს ფერაძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

ფერაძემ ღამის კლუბების ხელმძღვანელებსაც მოუწოდა, რომ ღონისძიებები არ გამართონ, იქამდე, სანამ საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება და უსაფრთხოების საბოლოო პროტოკოლზე არ შეჯერდებიან. 

“როგორც ჩანს, რამდენიმე ობიექტმა გადაწყვიტა, რომ დაანონსონ ივენთი, ჩვენ გვაქვს კვლავ კომუნიკაცია და მოვუწოდებთ, რომ არ არის ეს ნებადართული საქმიანობა და ჩვენ მოგვიწევს გეგმიური მონიტორინგის განხორციელების დროს შესაბამისი რეაგირება, თუ აღმოვაჩენთ, რომ ესა თუ ის ღონისძიება კვლავ იმართება.

ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ ეს არის გზა, ამდენი სახელმწიფო უწყება ერთობლივად ვმუშაობთ და საბჭოს უნდა წარედგინოს –  საბჭო იმსჯელებს და თუ საბჭო მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ უნდა გაიხსნას ესა თუ ის სექტორი, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე, ამიტომ ღია კარი, როდესაც არსებობს და მზაობა, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად მოხდეს ეს ქმედებები, ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ წინსწრებით, რამდენიმე დღით ამა თუ იმ კომპანიამ მაინც განახორციელოს ღონისძება. ვფიქრობ, რომ არ მოხდება ასე, მიუხედავად ამისა, თუ რამდენიმე ორგანიზაცია მაინც დააანონსებს და გააკეთებს ამა თუ იმ ღონისძიებას, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, – თქვა ბექა ფერაძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved