• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილთან დაკავშირებით კადრების გამოქვეყნება არის ის, რაც ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც – რატი ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
20:34 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, თუ რატომ გამოაქვეყნეს მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და შესახლების ვიდეოკადრები.

„განხორციელდა სააკაშვილის გადაყვანა და კარგად გვახსოვს გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესახლებას რა ისტერია მოჰყვა. ამისი მომსწრე არის საზოგადოება. ალბათ ყველა ადევნებდა თვალყურს სატელევიზიო გადაცემებს. კეთდებოდა საჯარო მოწოდებები მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. მისმა ადვოკატმა ორჯერ გააჟღერა შესაბამისი მოთხოვნა, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან გამოქვეყნებულიყო სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრები, გლდანის ციხეში მისი მიყვანის კადრები, მისი მანქანიდან გადმოყვანის და ფიზიკური დაპირისპირების კადრები. ასევე მის პალატაში მიმდინარე ძალადობრივი ინვაზიის ამსახველი კადრები და სააკაშვილის პასუხი ამ ყველაფერზე. ამის გარდა, მრავალი სხვა მოწოდებაც გვესმოდა.

ამ დროს იკრიბებოდა პენიტენციურ დაწესებულებასთან ხალხი. ბუნებრივია, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება. მოგახსენებთ, იქ დაახლოებით 2 000 პატიმარი იმყოფება და წარმოდგინეთ, რა ვითარება შეიძლება, ყოფილიყო, როდესაც გარეთ მოვიდოდა ხალხის დიდი მასა. რა თქმა უნდა, როდესაც ვინმე სახელმწიფოს აბრალებს წამებას, გამოიწვევდა აღშფოთებას. მთელი ეს განცხადებები ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას მძიმე ბრალდებით, თითქოს სახელმწიფო აწამებს პატიმარს. უნდოდათ, სრული უნდობლობა გაჩენილიყო სახელმწიფოს მიმართ.

ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობით მოუწოდებენ საკააშვილს, გადავიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას და შესახლებულიყო მე-18 დაწესებულებაში. იმ კადრებში ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეუარცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს. ეს იყო ამ კადრების გასაჯაროების მიზანი. შესაძლებელია, ვინმეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ როდესაც ვინმე ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშებს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირებას და ამით საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას, ბუნებრივია, სახელმწიფოს აღარ რჩება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აცნობოს საზოგადოებას სიმართლე.

რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მშვიდობის შენარჩუნება არის სახელმწიფოსთვის ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი. სწორედ ამ საჯარო ინტერესების ფარგლებში ვიმოქმედეთ. ეს არის ის, რაც ვფიქრობ, ნებისმიერ თავმოყვარე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც. კადრების გამოქვეყნება ემსახურებოდა საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved