• რეკლამა
  • კონტაქტი
03:52, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტმა მესამე მოსმენით რამდენიმე კანონპროექტი დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
18:28 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს.

ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით განხორციელდება.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით, ცვლილება შედის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. საქართველოს პარლამენტის მსგავსად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გაჩნდება უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები და განისაზღვრება მათი ფორმირების წესი და პროცედურა. ამასთან, ახლებურად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი საკრებულოს კომისიის წევრობასთან მიმართებაში.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს.

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც ასვე მესამე მოსმენით იქნა მიღებული, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შესათანხმებლად და დასამტკიცებლად ვადამ ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა, 2023 წლის 1 ივლისამდე გადაიწია.

პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმირებას გულისხმობს, რაც სისტემური რეგისტრაციისთვის დღეს არსებული საშეღავათო რეჟიმის შენარჩუნებას გულისხმობს. პროექტის თანახმად, სპორადული რეგისტრაცია ფასიანი გახდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved