• რეკლამა
  • კონტაქტი
03:52, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი მოითხოვს ნატომ უარი თქვას ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპულიკების მიღებაზე

ალია ავტორი - ალია
17:39 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

აშშ-მა უნდა აიღოს ვალდებულება, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოება გამორიცხოს და უარი თქვას ალიანსში ისეთი სახელმწიფოების მიღებაზე, რომლებიც მანამდე სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდნენ. ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტში, რომელიც რუსულმა მხარემ მოამზადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“აშშ იღებს ვალდებულებას, გამორიცხოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარი თქვას ალიანსში სახელმწიფოების მიღებაზე, რომლებიც მანამდე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ“, – ნათქვამია ამერიკული მხარისთვის გადაცემული ხელშეკრულების პროექტის მე-4 მუხლში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ მხარეს მისგან გასვლა დეპოზიტარისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით შეუძლია.
ასეთ მონაწილეს ხელშეკრულება უწყდება დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.

შეთანხმების თანახმად, ალიანსი ასევე უარს ამბობს ნებისმიერ სამხედრო აქტივობაზე უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთი და NATO იღებენ ვალდებულებას, არ შექმნან ისეთი პირობები, რომლებიც, შესაძლოა, მეორე მხარის მიერ საფრთხედ ჩაითვალოს. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ თვლიან. ხელშეკრულების მხარეები ინარჩუნებენ დიალოგს და ურთიერთქმედებენ ღია ზღვაში და ჰაერში ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმების გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში ბალტიის და შავი ზღვის რეგიონში.

საკითხების გადასაჭრელად და პრობლემური სიტუაციების გადასაჭრელად, რუსეთის ფედერაცია და NATO ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე სასწრაფო კონსულტაციების მექანიზმებს, მათ შორის რუსეთ-NATO-ს საბჭოს იყენებენ.

გარდა ამისა, მხარეები გამორიცხავენ სახმელეთო შუალედური და მოკლე მანძილის რაკეტების განლაგებას იმ ადგილებში, საიდანაც მათ შეუძლიათ, ხელშეკრულების სხვა მხარეების ტერიტორიაზე სამიზნეებზე იერიში მიიტანონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved