• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შერიგების პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ გიორგი ვაშაძეს შევურიგდი – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:01 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

შერიგების პროცესს მეც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტთან ინტენსიური შეხვედრები იქნება.

„გიორგი ვაშაძეს შევურიგდი, ხელი ჩამოვართვი – ვთქვი, ბარემ, აქედან საქმით დავიწყო-თქო, დავუძახე, მოდი შეგირიგდე-თქო და შევურიგდი. ეკა ბესელია მანამდე წავიდა, მაგრამ არ შევურიგდებოდი. ადამიანებში გულახდილობა მომწონს. პრეზიდენტის გამოსვლაში მომეწონა ის, რომ თქვა, არ ვიცი, არც სქემა მაქვს მოფიქრებული და არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ცდად არ დავაკლებ, რომ გარკვეულ საკითხებზე მივიდეთო. მისი ეს გულწრფელობა მომეწონა. ამ პროცესს მეც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. ეს ეჭვებს აღმიძრავს, რომ ამ საქმიდან შეიძლება, არაფერი გამოვიდეს, თორე, ვაშაძეს კი შევურიგდი. ვიცი, რომ ინტენსიური შეხვედრები იქნება. პრეზიდენტმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტია არ მოვიდა, შეურაცხყოფად არ მიმიღია და მზად ვარ, ინდივიდუალურად შევხვდეო. ყველამ უნდა ვცადოთ და იქნებ გამოგვივიდეს. კარგი იყო, როცა მიშელი თუ დენიელსონი ჩვენს შერიგებას ცდილობდნენ, მაგრამ თავს რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ქართველების შერიგებას უცხოელები რატომ უნდა ცდილობდნენ, როცა აქ ვართ და ერთ ქალაქში ვართ, როგორ არ შეგვიძლია, საერთო ენა ვიპოვოთ. უნდა ვცადოთ, ვნახოთ, რა გამოვა ამ ამბისგან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved