• რეკლამა
  • კონტაქტი
11:04, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პეტრე მამრაძე: თემურ ალასანია კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებულ საკითხებს იმ დონეზე კურირებდა, რომ ზუსტად 2008 წლის 6 აგვისტოს ჩამოვიდა

ალია ავტორი - ალია
11:46 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

„თემურ ალასანია კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებულ საკითხებს იმ დონეზე კურირებდა, რომ ზუსტად 2008 წლის 6 აგვისტოს ჩამოვიდა, აეროპორტში მყოფი არცერთი ადამიანის დაძახებას არ მიაქცია ყურადღება, ერთი ხელი დაუქნია, სირბილით გავარდა, ჩახტა მანქანაში და წავიდა“, – განაცხადა „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართულობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, არმია არანაირად არ იყო მზად 2008 წლის მოვლენებისთვის.

„8 აგვისტოს, დილით გიორგი არსენიშვილი მიბარებს თავის კაბინეტში და მეკითხება: როგორია შენი პროგნოზიო? დაახლოებით ათის ნახევარი იყო, ვუპასუხე, რომ ჩემი ვარაუდით, სულ მალე რუსული ავიაცია დაიწყებდა დაბომბვას, რაზეც მითხრა, რომ თემურ ალასანიას ესაუბრა და მან აუხსნა, რომ მიშას თავისუფლების ხარისხი სულ არ აქვს. რაზეც რუსებმა მოილაპარაკეს ამერიკელებთან, ის კეთდებაო. შეგვიშვეს ცხინვალში, გადავკეტავთ ახლა როკის გვირაბს და მორჩენილი ამბავიაო. ეს იყო ზუსტად სააკაშვილის ნარატივი, რაც მანამდეც მომისმენია მისი გუნდის წევრებისგან. ჩვენი ამ საუბრის დროს, ოთახში შემოვიდა გიორგი არსენიშვილის თანაშემწე ფურცლებით და დადო მაგიდაზე. ამის წაკითხვის შემდეგ ბატონი გიორგი გარბის გარეთ. წავიკითხე ეს ფურცლები, სადაც ეწერა, რომ 09:43 წუთზე რუსეთის ავიაციამ დაიწყო ქარელისა და სხვა ადგილების დაბომბვა. მერე, 15 აგვისტოს „ლე ფიგაროში“ ბათუ ქუთელია ცნობილ ინტერვიუს იძლევა, ჩვენ მოვილაპარაკეთ რუსებთან, მათ მწვანე შუქი აგვინთეს, რომ რეგიონში შევსულვიყავით და წესრიგი დაგვემყარებინაო. ჩვენ ეს შევასრულეთ და არავინ ელოდა, რომ რუსები ასეთ რამეს გააკეთებდნენო. არმია არანაირად არ იყო მზად ამისთვის, არ იყო მზად სახელმწიფო აპარატი და უცებ რუსებმა რა ჩაიდინეს, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ასეა“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved