• რეკლამა
  • კონტაქტი
22:16, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქეთა თოფურია „ავტორიტეტ“ მამაზე, მიხეილ სააკაშვილსა და მეორე ქმრის ერთი ნახვით შეყვარებაზე…

ალია ავტორი - ალია
11:23 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,727

ქეთა თოფურიამ რუს ტელეწამყვანს, ნადეჟდა სტრელეცს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„ა-სტუდიო“ გაისად 35 წლის ხდება და 16 წელია, რაც ქეთა თოფურია ამ ჯგუფის სოლისტია.

ის ინტერვიუში ამბობს, რომ დამწყები მომღერლები პროფესიონალების გვერდით არ უნდა იდგნენ სცენაზე. „ძალიან კარგია, როცა ახალგაზრდები რაღაცას აკეთებენ და ასე უცებ აღწევენ წარმატებას, „ტიკ-ტოკისა“ თუ სხვა სოციალური პლატფორმების საშუალებით, მაგრამ როცა შენ წლების განმავლობაში იზრდები, სწავლობ და შენი შრომით აღწევ წარმატებას და არა – გარემოებათა გამო, ეს ადამიანები შენ გვერდით არ უნდა იდგნენ სცენაზე“. – ამბობს მომღერალი.

წამყვანის კითხვაზე: „ალა პუგაჩოვას აქვს თვისება, თუ მომღერალი მოსწონს, მას აუცილებლად დაეხმარება წინსვლაში. ცნობილია, რომ ის „ა-სტუდიოს“ სწყალობს. როგორ გაიცანი?“

ქეთა პასუხობს: „მას პირველად შევხვდი გადაცემა „Песня года“-ში. შემდეგ კი მიმიწვია რადიო „ალა“-ში ინტერვიუზე და იქ გავიცანი უფრო ახლოს. არ მინერვიულია, ძალიან გახარებული ვიყავი მასთან შეხვედრის გამო. მას აქვს გიჟური ენერგეტიკა. როცა კარიერის დასაწყისში ასეთი ადამიანები გიჭერენ მხარს, უფრო თავდაჯერებული ხდები.

ინტერვიუს დროს

წამყვანი იმითაც დაინტერესდა, საქართველოდან მოსკოვში ცასულ ქეთა თოფურიას, რომელმაც რუსულიც კი არ იცოდა და მაშინვე ძალიან პოპულარულ ჯგუფში მოხვდა, თავში ხომ არ აუვარდა პოპულარობა.

„საქმე ის გახლავთ, რომ 7 წლიდან ვმღერი და 14 წლისა საქართველოში უკვე ძალიან პოპულარული ვიყავი. ისე არ მომხდარა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და პოპულარული გავხდი. უბრალოდ, საქართველო ასე ვთქვათ, შედარებით მცირე ბაზარია, აქ კი გავფართოვდი.

დავიბადე საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, ბაბუა იყო სამშენებლო მასალების სფეროში დირექტორი. იმასაც ამბობენ, რომ მამა დამეხმარა კარიერის აწყობაში, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ასე არ არის. მე მოსკოვში როცა ჩამოვედი, უკვე პოპულარულიც ვიყავი და შეძლებულიც.

„ა-სტუდიო“ საქართველოში იყო კონცერტებით, რა დროსაც გაიცნეს ქართველი პროდიუსერი, ნატო დუმბაძე. შემდეგ, როდესაც ჯგუფიდან სოლისტი წავიდა, რატომღაც ნატოს დაუკავშირდნენ, – ნიჭიერ მომღერალს ვეძებთ, სასურელია – ბიჭი იყოს, რომ არ გათხოვდეს და ისევ სოლისტის გარეშე არ დავრჩეთო. როგორც შემდეგ ნატომ მითხრა, მე გავახსენდი, რადგან მაშინ ვმღეროდი „ა-სტუდიოს“ ერთ-ერთ სიმღერას. ჩემთვის არაფერი უთქვამს, გაუგზავნა ჩემი სიმღერების ჩანაწერები. როცა უთხრეს, რომ მოვეწონე, ამის შემდეგ დაურეკა დედაჩემს. ჩვენ ისედაც ვაპირებდით მოსკოვში გადმოსვლას, რადგან მამაჩემი უკვე აქ ცხოვრობდა.

თუმცა, გადმოსვლას ვაპირებდით ერთი წლის შემდეგ, რადგან სტუდენტი ვიყავი, ვსწავლობდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და წელი უნდა დამემთავრებინა, რომ საბუთების გადმოტანა და სწავლის გაგრძელება შემძლებოდა. ისე მოხდა, რომ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. ახლა მაქვს საშუალო განათლება და საშუალო მუსიკალური განათლება.

მამაჩემი იყო სუპერმამა. ამბობენ და სრული სიმართლეა, რომ ის „კანონიერი ქურდი“ იყო. 90-იანებში ჩვენ საქართველოში ვცხოვრობდით და მაშინ ქვეყანაში ასეთი სიტუაცია იყო. ქუჩაში წესრიგს ისინი ამყარებდნენ. მამა წამალდამოკიდებულიც იყო. მაშინდელ საქართველოში ეს ერთგვარი დაავადება გახლდათ. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილი და მამაჩემი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან თბილისში მისი გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ის ერთი პერიოდი დაკავებულიც იყო და იფარქტი დაემართა.

ინტერნეტში იმასაც წერენ, რომ ის მკვლელი იყო, მაგრამ ეს არის ტყუილი. ახლა ავხსნი, რატომ გაჩნდა ეს აზრი საერთოდ: როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ეზოში, ჩხუბში მოხვდა. მაშინ ის 17 ან 18 წლისა იქნებოდა. ამ ჩხუბის დროს ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. სხვები გაიქცნენ, ის კი დარჩა და მკვლელი არ გათქვა. დანაშაული თავის თავზე აიღო. ამის გამო გაასამართლეს. მართალია, შემდეგ გაამართლეს, ამ საქმის გამო ნასამართლეობაც მოუხსნეს, მაგრამ ფრაზა, რომ ის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, მაინც გაჟღერდა. მას მკვლელობა ნამდვილად არ ჩაუდენია“. – თქვა მომღერალმა, ინტერვიუში.

ქეთა თოფურიას ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. მისი პირველი ქმარი ბიზნესმენი, ლევ გეიხმანი გახლდათ, რომელთანაც 5 წლის გოგონა ჰყავს.

ქეთა თოფურია პირველ ქმართან, ლევ გეიხმანთან ერთად

მეორე ქმარი, ასევე ბიზნესმენი, ლევ დენგოვი იმ წვეულებაზე გაიცნო, სადაც მღეროდა. მომავალმა გერმა მასთან სურათის გადაღება მოინდომა, რომელიც მამამ გადაუღო. „ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, წვეულების შმდეგ ჩვენ სხვადასხვა ქალაქში წავედით, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში, 24 საათი ტელეფონზე ვლაპარაკობდით“. – ამბობს ქეთა თოფურია და აღნიშნავს, რომ მისი მეორე ქმარი ნამდვილი მამაკაცია. ისინი სამი წელია, ერთად არიან და საერთო შვილიც ჰყავთ.

ქეთა თოფურია მეორე ქმართან, ლევ დენგოვთან ერთად

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved