საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ვახტანგ გომელაურთან ერთად, ვაქცინაცია ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს აიცრან „ფაიზერის“, „სინოვაკის“ ან „სინოფარმის“ ვაქცინით.
შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 80%-მდე უკვე აცრილია, მათ შორის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია. მიმდინარეობს ბუსტერ დოზებით ვაქცინაციის პროცესი.
კომენტარები