• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ლაგოდეხის მერს სასამართლოში უჩივლა

ალია ავტორი - ალია
20:23 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ლაგოდეხის მერს სასამართლოში უჩივლა | knews.ge

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნუნუ ნოზაძემ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, ჯონდო მდივნიშვილს სასამართლოში უჩივლა.

ნოძაზე მისი განთავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანების ბათილობას და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს. მის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირი იცავს.

სასამართლომ მოსარჩელის არგუმენტაცია გაიზიარა და ლაგოდეხის მერს, დავის დასრულებამდე, ჯანდაცვის ცენტრის ახალი დირექტორის დანიშვნა აუკრძალა.
ნუნუ ნოძაზეს თქმით, ლაგოდეხის მერმა ის სამსახურიდან უკანონოდ, პანდემიასთან დაკავშირებული განსხვავებული მოსაზრებების გამო გაანთავისუფლა.

“არ ვეთანხმებოდი მერს პანდემიის დროს, ხალხმრავალი ღონისძიებების მოწყობაში. გარდა ამისა, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირიცხავდა, არ ვიცი რა მოსაზრებით, არ გვაძლევდა. მაქვს იმედი, რომ აბსურდულ ბრძანებას სასამართლო ბათილად ჩათვლის,”– განაცხადა ნოზაძემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით, ნუნუ ნოზაძეს გათავისუფლება კანონის შესაბამისად მოხდა და მასთან არანაირი უთანხმოება არ ჰქონია.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან ნოემბრის თვეში გაათავისუფლა. დირექტორის მოვალეობას, ამჟამად, ნოძაზის ყოფილი მძღოლი ასრულებს, რომელსაც ენტომოლოგიის მიმართულებით ერთთვიანი გადასამზადებული კურსები, 6 წლის წინ აქვს გავლილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved