• რეკლამა
  • კონტაქტი
19:31, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ცოტა პოზიტიური ინფორმაციაც, “ომიკრონის” უსწრაფესი გავრცელების ფონზე“ – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
19:25 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში იმედისმომცემ ინფორმციას ავრცელებს.

“ცოტა პოზიტიური ინფორმაციაც, “ომიკრონის” უსწრაფესი გავრცელების ფონზე.

Paxlovid-მა, Pfizer-ის მიერ შემუშავებულმა Covid-19-ის სამკურნალო აბმა, შეინარჩუნა თავისი 89% ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად 2246 მაღალი რისკის მქონე პაციენტის კვლევის სრულად დამთავრების შემდეგ, განაცხადა კომპანიამ სამშაბათს.

ნოემბრის დასაწყისში Pfizer-მა გამოაქვეყნა კვლევის პირველი შუალედური შედეგები, რომელიც 1219 პაციენტს მოიცავდა. 

პერორალური მედიკამენტები განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან მათი მიწოდება შეიძლება ბევრად უფრო ადვილი იყოს ინფიცირებულ ადამიანებზე, ვიდრე არსებული წამლები, როგორიცაა მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც უნდა იყოს შეყვანილი ინტრავენურად ან ინექციით.

მაღალი რისკის მქონე პაციენტების კვლევაში, სახელწოდებით EPIC-HR, 697 პაციენტიდან, რომლებმაც მიიღეს Paxlovid-ის ხუთდღიანი კურსი, ჰოსპიტალიზირებული იყო ან გარდაიცვალა 5 ადამიანი, მაშინ როცა პლაებოს შემთხვევაში ეს ციფრები იყო 682-დან 44-. 

პაქსლოვიდის ჯგუფში სიკვდილი არ დაფიქსირებულა და პლაცებოს ჯგუფში გარდაიცვალა 9 ადამიანი.

გვერდითი მოვლენები მსგავსი სიხშირით განვითარდა პლაცებოსა და პაქსლოვიდის ჯგუფებს შორის და პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პაქსლოვიდს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰქონოდათ სერიოზული პრობლემა ან შეწყვიტონ პრეპარატის მიღება აღქმული გვერდითი ეფექტის გამო.

კვლევაში მონაწილე პაციენტები ითვლებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფად, რადგან ისინი არ იყვნენ ვაქცინირებული და ჰქონდათ მინიმუმ ერთი დამახასიათებელი ან ძირითადი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ზრდიდა მათ Covid-19-ის რისკს. ეს შეიძლება მოიცავდეს 65 წელს გადაცილებულს, ჭარბ წონას ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

დაბალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების კვლევამ, სახელწოდებით EPIC-SR, აჩვენა, რომ 333 პაციენტიდან მხოლოდ 2 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ პაქსლოვიდის ხუთდღიან კურსს, ჰოსპიტალიზირებული იყო, მაშინ როცა პლაცებოს შემთხვევაში ეს იყო 8 ადამიანი 329-დან. გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო პრეპარატსა და პლაცებოს შორის.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, პოზიტიური ნიშანია ის რომ ეფექტურობა მსგავსი იყო, მკურნალობა ჩატარდებოდა სიმპტომების დაწყებიდან სამი დღის განმავლობაში თუ ხუთ დღეში. 

ეს ნიშნავს, რომ ექიმებს აქვთ უფრო დიდი ფანჯარა დიაგნოზის დასადგენად და მკურნალობის დასაწყებადპაქსლოვიდი, ავტორიზაციის შემთხვევაში, მიეცემა ორი აბი, პლუს ერთი რიტონავირი, მეორე ანტივირუსული პრეპარატი, დღეში ორჯერ ხუთი დღის განმავლობაში. 

რიტონავირს შეუძლია ურთიერთქმედება ბევრ სხვა მედიკამენტთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი გამოყენების ლოგისტიკური დაბრკოლებები. კვლევაში არ მოანილეობდნენ ორსული და მეძუძური ქალბატონები”, – წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved