• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის პირადი მცველი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ – ჩუბინიძე და სააკაშვილი ერთმანეთს სასამართლო დარბაზში შეხვდებიან

ალია ავტორი - ალია
18:34 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ – ანზორ ჩუბინიძე და მესამე პრეზიდენტი ერთმანეთს სასამართლო დარბაზში შეხვდებიან. ჩუბინიძე დაკითხვაზე სააკაშვილის ადვოკატებმა დაიბარეს. მან უნდა თქვას – თუ პრეზიდენტის ხარჯების გასაიდუმლოება კანონდარღვევა იყო, მაშინ რატომ არის დღემდე საიდუმლო სალომე ზურაბიშვილის ხარჯები.

მაგალითად, ვინ აფინანსებს ახლა პრეზიდენტის სასახლის მორთვას? დღეს ,,ტვ პირველმა” გადაიღო კადრები, რომ ჩიჩილაკებით ერთხელ მორთული ორბელიანების სასახლე პრეზიდენტს უბრალოდ არ მოეწონა და ამიტომ იქ ახალი ჩიჩილაკებით სავსე მთელი მანქანა მიიყვანეს.

სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე, “ტვ პირველთან” აცხადებს, რომ ის მზად არის, სასამართლოში ჩვენება მისცეს.

ანზორ ჩუბინიძე საქალაქო სასამართლოში 27 დეკემბერს უნდა მივიდეს. ადვოკატებს განსაკუთრებით აინტერესებთ, 2013 წლის 27 თებერვლიდან ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სამსახური რა ხარჯებს გაწევდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო და თემურ ჯანაშიას პოსტს ანზორ ჩუბინიძე იკავებდა.

თუ ამის საშუალება და საჭიროება იქნება, თუ დაგვიძახებს, 27 დეკემბერს სასამართლოზე მიხილავთ”- განაცხადა ჩუბინიძემ.

ამასთან, ადვოკატები ჩუბინიძეს აუცილებლად კითხავენ, რატომ გახდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხარჯები საიდუმლო.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ამ კითხვის ადრესატი თვითონ არ არის და ხარჯების გასაიდუმლოების გადაწყვეტილება მას არ მიუღია.

მე არ ვარ ის უწყება, ვინც საიდუმლო დაადო, კითხეთ იმას, ვინც დაადო… შემიძლია, დაცვასთან დაკავშირებით არსებულ ხარჯებზე გაგცეთ პასუხი. შემიძლია, გაქცეთ პასუხი შენობასთან დაკავშირებით. რადგან ის არის სახელმწიფო უზრუნველყოფის ბალანსზე და არის ახელმწიფო სიპი”- თქვა ჩუბინიძემ.

“ტვ პირველმა” პრეზიდენტის ხარჯებთან დაკავშირებით კითხვა სალომე ზურაბიშვილს დაუსვა. მან “ტვ პირველის” კორესპოდენტს “კარგი ჟურნალისტი” უწოდა, თუმცა ისეც ძაღლ “გომბორასკენ” გადაამისამართა.

ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved