• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ რეგულაციით მივალთ არხების დახურვამდე და დარჩებიან მხოლოდ სამთავრობო მედიები“ – ნიკა გვარამია რეკლამების განთავსების ახალ რეგულაციებზე​

ალია ავტორი - ალია
17:58 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები განიხილება, ხმაურია. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რეკლამების განთავსების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით  აცხადებს, რომ ეს არხების დახურვას გამოიწვევს და მხოლოდ სამთავრობო მედიები დარჩებიან.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტი ამას აუცილებლად მიეცემა. ეს შეიძლება საჭირო არ იყოს, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ამ რეგულაციით, ჩვენ დომინოს პრინციპით მივალთ არხების, პრაქტიკულად, დახურვამდე ან გამოშიგვნამდე იმ კონტენტისგან, რომელსაც გასართობი კონტენტი ჰქვია, იმიტომ რომ სხვა კონტენტებს ბეთი ვერ დააფინანსებს და ბაზარს, ჯერ ერთი, მნიშვნელოვანი სეგმენტი მოაკლდება, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებ – დარჩებიან ის არხები, ვისაც ჰყავთ დამფინანსებლები, ესეთი არიან სამთავრობო არხები ძირითადად და ტელეკომპანია იმედი უმძიმეს ზარალზე წავა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი შემოსავალი ცხადია, მას აქვს.

მაგრამ იარსებებს მაინც, იმიტომ რომ მისი დაფინანსება პროპორციულად გაიზრდება, იგივე მოხდება ალბათ რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც, ეს ზარალიანი კომპანიაა, მაგრამ მაინც მუშაობს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. თქვენ ახლა იძულებულს გვხდით და ამაზეც იფიქრეთ, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდით ყველა ტელეკომპანიისთვის აწ და მარადის, ისეთი დანგრეულია ბაზარი და ეს ისეთს უზამს საერთოდ ბაზარს, რომ მან დამფუძნებლის დაფინანსების გარეშე საერთოდ ვერ იარსებოს და ეს იცით რას ნიშნავს? მისი სარედაქციო პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გადალაგებას და გადაწყობას დამფუძნებელზე ან საერთოდ მასზე დამოკიდებულებას. ეს ძალიან მძიმე რამ არის ტელევიზიისთვის. არსებობენ დამფუძნებლები, რომლებიც არ მოითხოვენ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, არსებობენ, რომლებიც მოითხოვენ. არსებობენ დირექტორები, რომლებიც ამას ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას და არსებობენ, რომლებიც ვერ უწევენ წინააღმდეგობას, – ამბობს ნიკა გვარამია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved