• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიტიკური წნეხის ქვეშ ხვდებიან სასკოლო სახელმძღვანელოების შემდგენი ავტორები, გამომცემლობები, მასწავლებლები – „დროა“ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
16:04 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო პერიოდში მედიისა და ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხი. თანამედროვე ისტორიის თხრობის ობიექტურობამ დარგის ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების თუ პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი მოსაზრებები და შეფასება გამოიწვია.

არსებული სისტემის მაღალი პოლიტიზირების ხარისხიდან გამომდინარე, საკითხის აქტუალობა, საზოგადოების დაბალი ნდობა და უარყოფითი მოლოდინები ხელისუფლების, კერძოდ კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ ბუნებრივია. თუმცა, მიგვაჩნია, რომ სახელმძღვანელოს შესახებ დისკუსია უნდა გამოვიდეს პოლიტიკური სივრციდან და აკადემიური და პროფესიული წრეების განხილვის საგანი გახდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად საკითხის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესისა, სამინისტრომ არ გამოხატა კონსტრუქციული დისკუსიის წამოწყების უნარი და სურვილი. პირიქით, სამინისტროს მაღალჩინოსნების განცხადებების სარკასტული ტონი კიდევ ერთხელ მიუთითებდა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების აზრის უგულებელყოფაზე.

სამწუხაროდ, ეს არ არის პარტიული ინტერესების გასატარებლად განათლების სფეროში დასაქმებულ პირებზე ზეგავლენის და საგანამანთლებლო პროცესებში ჩარევის პირველი შემთხვევა. პოლიტიკური წნეხის ქვეშ ხვდებიან სასკოლო სახელმძღვანელოების შემდგენი ავტორები, გამომცემლობები, მასწავლებლები, დირექტორები და თავად სამინისტროს თანამშრომლები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის უმოქმედობის ფონზე, მოძრაობა „დროა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, როგორც კონკრეტული სახელმძღვანელოების, ასევე ზოგადად სასკოლო განათლების შესახებ დაიწყოს კონსტრუქციული და აკადემიური მსჯელობა აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ისტორიკოსების, განათლების ექსპერტების, მასწავლებლების, სახელმძღვანელოების ავტორების, გამომცემლობებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

სასკოლო განათლება მომავალი სამოქალაქო საზოგადოების საფუძველია. სკოლის პერიოდში მიღებული ცოდნა და ღირებულებები ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებული უნდობლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ გამოწვეულია უფრო ღრმა, სისტემური პრობლემებით, რომლებიც სცდება კონკრეტული სახელმძღვანელოს თემას. ვთვლით, რომ აუცილებელია, მსჯელობის საგანი გახდეს ასევე ზოგადად სასკოლო განათლება, მათ შორის, სახელმძღვანელოების შედგენის პრინციპები და სტანდარტები, სასწავლო პროცესი, სკოლების ავტონომიურობის ხარისხი და სხვა“,- აღნიშნულია „დროას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved