• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი 5 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ალია ავტორი - ალია
14:41 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ  ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი 5 პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 7 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მეუღლეს  მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო 11 დეკემბერს მოკვლის განზრახვით, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულთა სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული 11 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის), 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ, არაერთგზის), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“  ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, მათ შორის დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved