• რეკლამა
  • კონტაქტი
23:07, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში გაიზრდება პურის ფასი? – პურის მცხობელთა ასოციაცია ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
13:05 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

პურის მცხობელთა ასოციაციის ინფორმაციით, პურზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის. მალხაზ დოლიძის მტკიცებით, ვიდრე ფქვილის იმპორტზე საბაჟო გადასახადი არ არსებობს და მისი იმპორტი ქვეყანაში პრობლემების გარეშე ხორციელდება პურზე ფასის ზრდა არ მოხდება.

„ფქვილის იმპორტი ქვეყანაში ხუთ-ექვსჯერ გაიზარდა. აქედან გამომდინარე, მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ, როგორც ხარისხში, ასევე ფასში განსხვავებით, იმ პერიოდისგან, როცა ბაზარზე ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების წარმოებული პროდუქტები იყო ხელმისაწვდომი. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ფქვილის იმპორტი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ შემოდის ფქვილი, არის არჩევანი და დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით პური არ გაძვირდება“, – მალხაზ დოლიძე პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

თავის მხრივ, ფქვილის იმპორტის ზრდით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში. ლევან სილაგავას განმარტებით, ნოემბრის თვეში ქვეყანამ 40%-ით ნაკლები ხორბალი შეიძინა და ეს უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია. ლევან სილაგავას განმარტებით ქვეყანაში ფქვილის იმპორტი რეკორდულად იზრდება და ეს სასურსათო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

„წინა თვეში შემოსულია სულ 35 000 ტონა ხორბალი ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოდ დაბალია. აქედან გამომდინარე შედეგი არის ის რომ წისქვილკომბინატების ნაწილმა უკვე შეაჩერა მუშაობა. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა სხვებსაც მოუწევთ გაჩერება და სასურსათო უსაფრთხოების გარდა პრობლემები ამ წისქვილკომბინატში დასაქმებულებსაც შეექმნებათ“,- აცხადებს ლევან სილაგავა.

ცნობისთვის ხორბლის იმპორტის შემცირება გამოწვეულია რუსეთის მხრიდან ხორბალზე საბაჟო გადასახადის შემოღებით. მხოლოდ გასულ კვირას რუსეთმა 80$-იანი საბაჟო გადასახადი ხორბალზე 10 დოლარით 90 დოლარამდე გაზარდა რამაც პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვია.

რაც შეეხება ფქვილს, დღეს ბაზარზე საქართველოში წარმოებული პირველი ხარისხის ფქვილი ერთი ტომარა 70-72 ლარი ღირს, მაშინ როდესაც იმპორტირებული ფქვილის ფასი 67-69 ლარია.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved