ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მომდევნო კანდიდატმა რომელიც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მას შეცვლის, უნდა დაწყებული პროგრამები უნდა გააგრძელოს.
თუ ვინ იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი, ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძე კომენტარს არ აკეთებს.
“იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, მე მექნება ამაზე ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანი არის, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები. ვინაიდან, ჯანდაცვა უპირველეს ყოვლისა და მით უმეტეს პანდემიის პერიოდში, მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგას,” – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
კომენტარები