• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის ორ დღეში გამოხსნის შესაძლებლობას – დავით ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
10:25 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავი ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ორ დღეში გამოხსნის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

მისი თქმით, ნაცმოძრაობის მიერ 21 დეკემბერს დაანონსებული საპროტესტო აქცია, ოპოზიციური პარტიის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა.

“შერიგებისკენ ზოგიერთი განცხადება უფრო მოზომილია. ეს განცხადება არის სხვა ტიპის, სადაც დემონსტრირებაა, რომ 21-ში იყოს შემაძრწუნებელი მიტინგი, რომელიც ამ ხელისუფლებას შეაზანზარებს – ძალის დემონსტრირების ფონზე, ხდებოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი შეტევა ამ მორიგებისთვის. საარტილერიო შეტევა შემდეგი საუბრისთვის, უკეთესი პოზიციების მოპოვება მოლაპარაკებისთვის.

ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ორ დღეში, ორ კვირაში, გამოხსნის შესაძლებლობას. გადასცემენ თუ არა უკრაინას, ლიმონივით გამოწურულ, პოლიტიკურად დაზარალებულ მიხეილ სააკაშვილს, გაუშვებენ თუ არა უკრაინაში, არ ვიცი, უკრაინას ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემები აქვს. მიხეილ სააკაშვილმა რეპუტაციულად მოიგო ჩამოსვლით, თქვა, რომ აქ ვარ, არ მეშინია ციხის, ყოჩაღად შეხვდა ციხეს – ამით ბევრი გააკვირვა, ვინც მას იცნობდა, რადგან სხვანაირად იცნობდნენ, ან საერთოდ არ იცნობდნენ და სხვა წარმოდგენა ჰქონდათ. მეორე მხრივ, მას შესაძლოა მეტი მოლოდინი ჰქონდა, ამდენი წლის განმავლობაში ქვეყნიდან მოწყვეტილს. მას ბევრჯერ უთქვამს, რომ მოსახლეობის 2/3-ს უნდა ჩემი ჩასვლა საქართველოშიო, ამ დროს 2/3-ს არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, არა თუ ერთპიროვნულ ხელისუფლად, სხვებთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 21 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved