ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ფილერების შესახებ წერს:
“საქართველოში როგორც ჩანს ფილერების ბუმია. FDA გაფრთხილებთ, რომ ეს არაა პროცედურა, რომელსაც ძალიან მარტივად უნდა მიუდგეთ. კოსმეტიკური პროცედურები აუცილებლად უნდა აკეთონ დერმატოლოგიაში და პლასტიკურ ქირურგიაში გაწვრთნილმა სპეციალისტებმა, ასეთია ამერიკის წამლის სააგენტოს რჩევა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველას არ შეუძლია ფილერით გაისწოროს ნაოჭები. აქვს უკუჩვენებაც.
სილამაზე ჯანმრთელობის ფასად რომ არ ღირს, ის მარტივი ჭეშმარიტებაა”, – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
კომენტარები