“გაინტერესებთ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა რისი ბრალია? პასუხი ფოტოზეა,“- წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე და დღევანდელი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის მუშაობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
„დღევანდელი დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომა.
განსახილველი საკითხი ეკონომიკა და ენერგო პოლიტიკა.
იმის მაგივრად, რომ არამარტო საქართველოს პარლამენტში, არამედ სრულიად ხელისუფლებაში ვისაც ეკონომიკასთან რამე შეხება მაინც ქონია გამოსავალს ეძებდეს გაზრდილ ფასებზე, ინფლაციაზე, შიმშილსა და ჩამოქცეულ ეკონომიკაზე, რას ვხედავთ? ცარიელ დარბაზს…
ყველანაირი ლოგიკით ეს დარბაზი ახლა უნდა იყოს მწვავე დებატების და ქმედითი საკანონმდებლო ინიციატივების მიღების ადგილი,“- წერს ოთო აბესაძე და კომიტეტის წევრების სიას აქვეყნებს.
„ჩვენს ეკონომიკაზე საქართველოს პარლამენტიდან ზრუნავენ (ანუ ჩვენ დავიქირავეთ და ხელფასს ვუხდით შემდეგ ეკონომისტებს): 1. დავით სონღულაშვილი 2. ეკა სეფაშვილი 3. გოჩა ენუქიძე 4. გელა მიქაძე 5. ელგუჯა გოცირიძე 6. ისკო დასენი 7. ბექა ლილუაშვილი 8. ლევან მგალობლიშვილი 9. ალექსანდრე რაქვიაშვილი 10. გელა სამხარაული 11. სულხან სიბაშვილი 12. ვასილ ჩიგოგიძე 13. ბეჟან წაქაძე 14. ნინო წილოსანი 15. ხათუნა სამნიძე.
ამ სიიდან რამოდენიმე ადამიანის გარდა, რომელიც მართლა პროფესიონალია ( 4 ადამიანი) საიდან მოვიდა ეს ხალხი?
მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა? ცარიელ დარბაზს ნამდვილად შეუძლია.
P.S. ბექა ლილუაშვილი ონლაინ ესწრებოდა,“- წერს ოთო აბესაძე.

კომენტარები