• რეკლამა
  • კონტაქტი
11:54, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუპერძალა ზრუნვაშია

ალია ავტორი - ალია
16:24 12-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

იცოდით, რომ სუპერგმირობას ორმაგი ეფექტი აქვს?! – ერთი, როდესაც სიკეთეს გასცემ და მეორე, როდესაც ზრუნვისგან მიღებული სიამოვნება ბედნიერებას თავად განიჭებთ. სხვანაირად ვერც იქნება, როდესაც იცი რომ 9 წლის მათეს, პატარა მარიამს ან ლიზას საოცნებო ნატვრას აუსრულებ. ბავშვების გასაცნობად 2020 წელს სოციალური საქველმოქმედო პლატფორმა – www.supergmiri.ge შეიქმნა და ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ სოციალურად დაუცველ და სიდუხჭირეში მცხოვრებ ბავშვებს ყოველდღიურობა გაუფერადონ, პირდაპირი მნიშვნელობით სუპერგმირებად აქცევს.

„ჩვენ დავდივართ მთელ საქართველოში და ვეძებთ ბავშვებს, ვისაც სუპერგმირებთან მეგობრობა უნდათ. ვისმენთ მათ ისტორიებს, ვუღებთ ფოტოებს და ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მათ ხმას სუპერგმირებს ვაწვდენთ. სუპერგმირს ყოველთვიური ამანათის გაგზავნის გარდა, ასევე შეუძლია ბავშვის მეგობარი/მენტორი გახდეს, პერიოდულად გაატაროს მასთან ერთად დრო, გაუზიაროს გამოცდილება, დაეხმაროს ინტერესების გაღვივებასა და მიზნების მიღწევაში, ეთამაშოს და ერთად შეასრულონ საინტერესო მისიები, – გვიყვება „სუპერგმირის“ პროექტის მენეჯერი, მარიამ წერეთელი.

ბენეფიციარის პლატფორმაზე განთავსებისთანავე წამზომი ირთვება. ყველა ბავშვი დღეებს ითვლის – სანამ მის ცხოვრებაში ნამდვილი სუპერგმირი გამოჩნდება. პლატფორმაზე წაიკითხავთ პატარების, სურვილების, მიზნების და ოცნებების შესახებ. ინტერესთა კვეთის შემთხვევაში სუპერგმირი თავად ირჩევს ბენეფიციარს და მეგობრობაც იწყება.

„თვეში ერთხელ ბავშვებს ვუგზავნით სასაჩუქრე ყუთს, რომელშიც მოთავსებულია როგორც საკვები, ასევე ასაკის, ინტერესებისა და სურვილების შესაბამისი წიგნები, სათამაშოები და სხვადასხვა ნივთები. შესაძლებელია თანხა მეგობრებმაც გაინაწილონ და რამდენიმე ადამიანმა გააერთიანოს ძალები“ – „სუპერგმირის“ პროექტის მენეჯერი, მარიამ წერეთელი. 271 ბავშვს პირადი სუპერგმირი უკვე ჰყავს. თუმცა მოლოდინის რეჟიმში კიდევ ბევრი პატარაა. მათ აღმოჩენაში ახლა პლატფორმა tegeta.care დაგეხმარებათ. ზრუნვისა და მხარდაჭერის სურვილით, სუპერგმირი და თეგეტა ჰოლდინგი თანამოაზრეები აღმოჩნდნენ, ერთად გადაწყვიტეს, რომ ეს წელი ყველასათვის ჯადოსნური უნდა გახდეს.

 „თეგეტასტან ურთიერთობა სულ ახლახანს დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც ზრუნვის პლატფორმა ამოქმედდა. რადგან თეგეტა მსხვილი კომპანიაა და სოციალური მიმართულებით ძალიან დიდი სიტყვა ეთქმის – სუპერგმირისთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. თეგეტას გუნდის წევრები ასევე პოტენციური სუპერგმირები არიან და ყველა მონაწილე პირი, ვინც ზრუნვის ფარგლებში კონკრეტულ დონაციას გაიღებს შესაძლოა მუდმივ სუპერგმირად მოგვევლინოს“, – ამბობს „სუპერგმირის“ დამფუძნებელი, მარიტა გენებაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved