როგორც გავიგე მეოთხე პრეზიდენტს, მკვეთრი დაპირისპირების მიუხედავად მესამე პრეზიდენტის განადგურება არ სურს – ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ სელში წერს და გიორგი მარგველაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ემიანება.
„მე როგორც გავიგე მეოთხე პრეზიდენტს, მკვეთრი დაპირისპირების მიუხედავად მესამე პრეზიდენტის განადგურება არ სურს. ეს არის ყველაზე მთავარი როცა სამოქალაქო შერიგებაზე, თანხმობაზე ვსაუბრობთ. რადიკალურად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად არ გავანადგუროთ ერთმანეთი, თანაცხოვრება მოვახერხოთ. მე, როგორც მიშას მხარდამჭერი მადლობელი ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილმა მასთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა. ახალი კვირა დაიწყო და ასეთ დროს ყოველთვის არსებობს განცდა რომ ახალი შანსიც მეტია და შესაძლებლობაც:) გისურვებთ ყველა შანსის გამოყენებას რომ იყოთ ბევრად კარგად, ვიდრე იყავით გუშინ“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
კომენტარები