პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ჩვენებას მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მისცემს. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
პუბლიცისტი ოპოზიციის მხარდამჭერების მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი საბჭოთა რეპრესიების დროსაც არ ახსენდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე” გამოძიება 29 ოქტომბერს დაიწყო.
ლილუაშვილის უწყებამ აუდიოფაილებიც გაავრცელა, რომელიც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. სუს-ის მტკიცებით, ენმ-ს წევრები “დესტრუქციულ ქმედებებზე” საუბრობენ.
კომენტარები