გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
“საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ემხვარის, კვანტალიანის, გაგარინის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლისის მოედნის, ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ჯორჯიაშილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მოსახლეობას.
სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, თრიალეთის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პილსუდსკის და პატარიძის ქუჩების მოსახლეობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
კომენტარები