• რეკლამა
  • კონტაქტი
11:28, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

12500-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს.. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როგორც ტიკარაძემ, ასევე საკოორდინატო საბჭომ და მთავრობამ – ანა დოლიძე

ალია ავტორი - ალია
19:26 12-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი, ურეიტინგო ფიგურა, რომელიც უბრალოდ გამოიცვალა – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

„ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ვერანაირ სიახლეს მოასწავებს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში.

ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი, ურეიტინგო ფიგურა, რომელიც უბრალოდ გამოიცვალა.

თუ ჩვენ გვინდა ცვლილება, ტიკარაძის და საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა, კოვიდთან მიმართებაში, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. ჩვენ გვაქვს მთლიანად სისტემური ჩავარდნა, ამას უნდა დაერქვას სახელი და პასუხისმგებლობა აიღოს, როგორც ტიკარაძემ, ასევე საკოორდინატო საბჭომ და მთავრობამ. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ მაღალჩინოსნების საქმიანობისთვის რეალური სახელის დარქმევას და მივაჩვიოთ ისინი ანგარიშვალდებულებას ხალხთან.

შეფასება კი ასეთია:

კოვიდ მართვის აბსოლუტური ჩავარდნა –  ევროპაში კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ხუთეულში ვართ, ამჟამად უკვე 12500-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს.

ევროპაში ბოლო ადგილზე ვართ ვაქცინირებულთა რაოდენობით. ამის გამო დავაგვიანეთ და გამოვტოვეთ ტურისტული სეზონები.

კოვიდის არასწორი მართვის გამო დავზარალდით ეკონომიკურად, ფაქტობრივად, გავღატაკდით. უამრავი დაწესებულება გაკოტრდა და დაკეტილია მაშინ, როდესაც უამრავი ქვეყანა წელიწადზე მეტია გახსნილია.

უზარმაზარი ზიანი მიადგა განათლების სისტემას.

რაც მთავარია, აბსოლუტური ფიასკოა ის, რაც ხდება კოვიდ პასპორტებთან დაკავშირებით.

იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ ჩააგდე ვაქცინაცია და საინფორმაციო კამპანია, მწვანე პასპორტების შემოღებამ, მხოლოდ დააზარალა ჩვენი მოსახლეობა.

გარდა ამისა უსერიოზულესი პრობლემაა გაზრდილი ფასები წამლებზე, რაც  ჯანდაცვის მინისტრს პირდაპირ უკავშირდება.

ჩვენ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში არ შეიქმნა წამლების ხელმისაწვდომობის სისტემა, ამის მიზეზია, ის, რომ თუნდაც კოვიდის შემდგომი მკურნალობა ასობით ლარი ჯდება, რისი საშუალებაც ჩვენ მოსახლეობას არ აქვს, აღარაფერს ვამბობ პენსიონერებზე.

თუ ჩვენ გვინდა ცვლილება ასე უნდა შეფასდეს ტიკარაძის პოლიტიკა და  მთლიანად საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა, ანუ სისტემა, რომ დავაკისროთ მათ პასუხისმგებლობა. ამის მოლოდინი, მე პირადად,  „ქართული ოცნების“ პირობებში არ მაქვს. ჩვენი სახელმწიფო იმართება კორუფციული და ვიწრო პარტიული ინტერესებით. ეს არის რეალობა, ამიტომ მთლიანად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება თუ გვინდა სიახლე და კარგი სოციალური პოლიტიკა,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved