• რეკლამა
  • კონტაქტი
17:48, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როცა ზრუნვა ასე მარტივია – Tegeta.care და ,,პირველი ნაბიჯი“ ერთად თანადგომისთვის

ალია ავტორი - ალია
16:25 12-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ერთი შეხედვით რომ არაფრად გვეჩვენება, – უბრალოდ გაღიმება, მოკითხვა, სათამაშო იქნება თუ დახმარებისათვის გადარიცხული ერთი ლარი, თურმე ფასდაუდებელი ხდება. ამის შესახებ კარგად იციან არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,პირველი ნაბიჯი“, რომელიც ზუსტად ასე ბავშვების დახმარების ენთუზიაზმით და მცირე რესურსებით შეიქმნა. ყველაფერი კასპის ბავშვთა სახლში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების გადასარჩენად დაიწყო. პირველი ნაბიჯი გადადგეს და საამაყო შედეგები მიიღეს, – კასპის ბავშვთა სახლიდან, 15 მცირეწლოვანი  ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა.

შემდეგ დაფუძნდა ორგანიზაცია, დახმარების მსურველებიც მალევე გამოჩნდენენ და საჩუქრად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე  ამერიკის არმიის დახმარებით, კოტეჯების მშენებლობაც გაჩაღდა.

,,ორგანიზაციის თავდაპირველი მისია გახლდათ, რომ „კასპის“ მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში. ამას მივაღწიეთ, თუმცა, 10 წელი დაგვჭირდა. მიზანი კი ბავშვების გადარჩენა და მათთვის არა „არსებობის“ არამედ ცხოვრების უფლების დაბრუნება იყო. გავიდა დრო. ბავშვებთან ერთად, „პირველი ნაბიჯიც“ იზრდებოდა და თანდათან, თანამედროვე და ძლიერი მომსახურების მიმწოდებლად გადაიქცა“, – ამბობს „პირველი ნაბიჯის“ დირექტორი, თამარ ზაალიშვილი

დონორების დახმარებით ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მომსახურების განვითარებას და უფლებების დაცვას ემსახურება. დღეს ორგანიზაცია კონსულტაციისა და თერაპიის პროგრამებს, დღის ცენტრის სერვისსა და ბინაზე მომსახურებას 900-მდე ბავშვსა და მათ მშობლებს სთავაზობს.

 „ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობაა – ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებზე, მათ ოჯახებზე, ერთმანეთზე, დიახ ერთმანეთზეც. ერთი შეხედვით,  მარტივი საქმიანობა, სინამდვილეში, საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ასეთია „პირველი ნაბიჯის“ ყოველდღიურობა“, – გუჩი თავხელიძე, „პირველი ნაბიჯის“ მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი.

 „პირველმა ნაბიჯმა“ საქმიანობა 15-კაციანი გუნდით დაიწყო. დღეს კი ბავშვებს და მათ ოჯახებს 158 თანამშრომელი ემსახურება.  ორგანიზაციამ 2000-ზე მეტ მცირეწლოვანს გაუწია მომსახურება 23 წლის მანძილზე, თუმცა არა მხოლოდ ბავშვები, არამედ სპეციალისტების თაობებიც გაზარდა. ბავშვების დახმარება და მათზე ზრუნვა, უფრო მეტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის მხარდაჭერა და უკვე არსებული, თუ ახალი პროგრამების განხორციელება მომავალშიც რომ უწყვეტად შეძლონ, „პირველ ნაბიჯს“  დახმარება მუდმივად სჭირდება. ,,ერთი ნაბიჯი ქველმოქმდებისთვის“, -,,პირველი ნაბიჯის“ ეს სლოგანი ზუსტად დაემთხვა თეგეტა ჰოლდინგის კამპანიას, რომლის მიზანიც სწორედ  ზრუნვა და ერთმანეთის მხარდაჭერაა. ,,იზრუნე რომ ეს წელი ყველასათვის ჯადოსნური იყოს“, ამ ინიციატივას კომპანიამ ფორმა და ფუნქცია

შესძინა და შექმნა პლატფორმა Tegeta Care, სადაც არა ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია გააერთიანა. ახლა ნებისმიერ მსურველს თავადაც შეუძლია სულ რამდენიმე წამში, დაბრკოლებების გარეშე მისთვის ხელმისაწვდომი თანხა სასურველ ბენეფიციარს გადაურიცხოს. 

„ჩვენ სულ კეთილი კომპანიების და ადამიანების ძიებაში ვართ, რომლებთან ერთადაც შევძლებთ ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მათთვის და მათი ოჯახებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც.  „თეგეტამ“ ახალი პლატფორმის შექმნაზე რომ დაიწყო მუშაობა, დაგვიკავშირდნენ და პროექტში ჩართვა შემოგვთავაზეს. სიხარულით დავთანხმდით. ამ კამპანიის გარდა, „თეგეტა“ ისედაც ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს „პირველი ნაბიჯისთვის“, მათ შორის, ზრუნავს ბავშვებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის უფასო სერვისზე, რაც უდიდესი შეღავათია ჩვენთვის“.

,,ჩვენ გაჩერების უფლება არ გვაქვს, ჩვენი მოწოდება ჩვენს დევიზშია – ნაბიჯი გამარჯვებისკენ“. – გუჩი თავხელიძე, „პირველი ნაბიჯის“ მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved