ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოზიცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირების გამო დატოვა.
თურნავამ ჟურნალისტებს მოუწოდა, მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან “სკანდალურ კონტექსტს ნუ ეძებენ”.
“ვერ დაგეთანხმებით, თვითონ ტერმინი „შეეწირა“ არის უადგილო. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად ჩვენ მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებეთ მედია რაიმე სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება ხოლმე სხვდასხვა ადგილზე გადანაცვლება. ის გუნდის წევრად რჩება. გარკვეული ეტაპი, რაზეც მან თვითონ ძალიან კარგად და დეტალურად ისაუბრა ჩავლილია პანდემიასთან ბრძოლის და ახლა ახალი ეტაპი იწყება. ამას ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება”, – თქვა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გუშინ გადადგა. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგენგებო ბრიფინგზე ისაუბრა. თქვა, რომ მუშაობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
კომენტარები