„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმე და საყურადღებო რჩება“, – ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ექსპერტის თქმით, ზამთარი მძიმე იქნება, თუ ჩატარებული აცრების რაოდენობა არ გაიზრდება.
„კოვიდინფიცირების ალბათობაა მატულობს იმ პირობებში, როდესაც 30% ატარებს პირბადეს და დიდი ალბათობით, უკვე გვაქვს „ომიკრონის“ შტამი ქვეყანაში. ზამთარი უმძიმესი იქნება, თუ დარჩენილ ერთ თვეში ვერ შევძელით მნიშვნელოვანი რაოდენობის მოქალაქეების აცრა, განსაკუთრებით, 60 წლის ზევით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს თვითმკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა შევწყვიტოთ“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.
კომენტარები