• რეკლამა
  • კონტაქტი
15:00, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სალომე სამადაშვილი – კოვიდის მართვის ისეთი ცუდი მონაცემები გვაქვს, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს

ალია ავტორი - ალია
10:27 12-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კოვიდის მართვის ისეთი ცუდი მონაცემები აქვს, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა უნდა წერდეს განცხადებას და მიდიოდეს.

სამადაშვილის თქმით, მთავრობა წარუმატებელია პროცესის მართვაში და ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა.

„საქართველოს კოვიდის მართვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს. ჩვენ ვართ მერვე ადგილზე კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით – მეოთხე ადგილზე. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს, როცა ასეთი სავალალო შედეგია, ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება. როცა მთავრობა ასეთი წარუმატებელია პროცესის მართვაში, ცხადია, შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა, რადგან წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. თუ ეკატერინე ტიკარაძის შეხედულებებს ღარიბაშვილი არ ითვალისწინებდა, ის სწორად მოიქცა, რომ განცხადება დაწერა და წავიდა, მაგრამ ამით ვერ აიცილებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, რადგან ამ შემთხვევაში, კოვიდის მართვის პროცესი არ არის მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა და კატასტროფული შედეგი არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა. ტიკარაძე, როგორც ვიცი, არის ბიძინა ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული ადამიანი და როგორ ჩანს, პარტიაში მისი დარჩენა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილისთვის საკუთარი კადრების პარტიაში ყოფნა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved