• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის

ალია ავტორი - ალია
10:21 12-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Democratic presidential candidate former Vice President Joe Biden speaks Wednesday, Nov. 4, 2020, in Wilmington, Del. (AP Photo/Carolyn Kaster)

Democratic presidential candidate former Vice President Joe Biden speaks Wednesday, Nov. 4, 2020, in Wilmington, Del. (AP Photo/Carolyn Kaster)

Facebook-ზე გაზიარება
37

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის ნატოს წევრობისკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განუცხადა.

„აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის უსაფრთხოების ალიანსებში გაწევრიანებისკენ – ნატოსა და სხვა ალიანსებშიც. ის ასევე უჭერს მხარს უკრაინის მისწრაფებას. ცხადია, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ მოუწევთ სხვადასხვა საკითხში, მათ შორის კორუფციის კუთხით, და ასევე ცხადია, რომ ნატოს პარტნიორების და ალიანსის გადასაწყვეტია, როგორი იქნება ეს გზა“, – განაცხადა ფსაკიმ.

მისივე თქმით, ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის და დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მან ასევე გააცნო ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები.

„ბაიდენმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია რუსეთის სამხედროების კონცენტრაციით უკრაინის საზღვრებთან და მზადაა ხისტი ზომების დაწესებისთვის, თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციას მოახდენს“, – განაცხადა ფსაკიმ.

8 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხს არ განიხილავს.

„ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ჩვენ მორალური და სამართლებრივი ვალდებულება ნატოს მოკავშირეების წინაშე გვაქვს, თუ მათ თავს დაესხმებიან. ეს წმინდა ვალდებულებაა. ეს ვალდებულება უკრაინაზე არ ვრცელდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მოელის, რომ 10 დეკემბრისთვის აშშ და ნატოს, სულ მცირე, ოთხი მოკავშირე და რუსეთი მაღალი დონის შეხვედრების გამოცხადებას შეძლებენ, რათა ნატოსთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთება განიხილონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved