• რეკლამა
  • კონტაქტი
09:08, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გადავიდნენ დები მაყაშვილები დედის გვარზე და რას ჰყვება რუსკა მამაზე, რომელიც ცნობილი მხატვარია

ალია ავტორი - ალია
23:28 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,047

მა­ყაშ­ვი­ლე­ბის დიდ ოჯახს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს. მსა­ხი­ო­ბი დები ნი­ნუ­ცა და რუს­კა, მსა­ხი­ობ დე­დას თა­მარ მა­ყაშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. დები დე­დის გვარს ატა­რე­ბენ, თუმ­ცა თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო, გო­გო­ნებს დედ-მამა გვერ­დით ჰყავ­დათ და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­დნენ.

თა­მარ მა­ყაშ­ვილ­მა 17 წლის ასაკ­ში ეკო­ნო­მისტ კოკა ცხვე­დი­ან­ზე იქორ­წი­ნა. ორი შვი­ლის და­ბა­დე­ბი­სა და ხუ­თწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვილს უერ­თი­ერ­თო­ბა აე­რი­ათ და ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მა­მა­კაც­მა სხვა ოჯა­ხი შექ­მნა. თა­ვი­დან შვი­ლებს აკი­თხავ­და, მიჰ­ყავ­და სა­სე­ირ­ნოდ, მაგ­რამ ერთ დღეს გო­გო­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მამა გაქ­რა.

ეკო­ნო­მის­ტმა კოკა ცხვე­დი­ან­მა ხატ­ვა და­ი­წყო და ერთ დღეს, პირ­ველ არხზე მა­შინ­დელ გა­და­ცე­მა „ფინ­ჯან ყა­ვას­თან“ მხატ­ვრის ამ­პლუ­ა­ში მი­იწ­ვი­ეს. იმ გა­და­ცე­მას გო­გო­ნე­ბის ბე­ბია უყუ­რებ­და. კოკა ცხვე­დი­ან­მა თქვა, რომ ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და მას ორი შვი­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბას გუ­ლის­ხმობ­და და რუს­კა და ნინი არ უხ­სე­ნე­ბია.დე­ბის­თვის ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა აღ­მოჩ­ნდა და გა­და­წყვი­ტეს დე­დის გვარ­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. მამა ამ მო­თხოვ­ნას უპ­რობ­ლე­მოდ და­თან­ხმდა და 12 წლის ასაკ­ში რუს­კა უკვე დე­დის გვარს ატა­რებ­და, ასე­ვე ნი­ნუ­ცაც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი მე­ო­რედ და­ო­ჯხ­და და კი­დევ ერთი შვი­ლი ელიზ­ბა­რი შე­ე­ძი­ნა.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:

– მამა და­ბა­დე­ბის 5-6 წლამ­დე მყავ­და, მერე გაქ­რა ჩემი და ჩემი დის ცხოვ­რე­ბი­დან. შემ­დეგ ისევ გა­მოჩ­ნდა. რო­დე­საც ჩვენ­თან იყო, კარ­გი მამა იყო, მერე რა­ღაც პე­რი­ო­დი მშობ­ლე­ბის და­შო­რე­ბის შემ­დეგ მო­დი­ო­და და მივ­ყავ­დით, ვა­კის პარკში, ზო­ო­პარკში. შემ­დეგ იყო პე­რი­ო­დი მხო­ლოდ მო­კი­თხვით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და და მერე ესეც შე­წყდა.თი­ნე­ი­ჯე­რიც არ ვი­ყა­ვი, ცოტა უფრო პა­ტა­რა ვი­ყა­ვი რომ ვი­ფიქ­რე, მოდი, ვინც მზრდის, ის იყოს მა­მა­ჩე­მი მეთ­ქი. ასე­თი ადა­მი­ა­ნი კი დე­და­ჩე­მის ძმა იყო, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გვპატ­რო­ნობ­და, გვაჭ­მევ­და, გვას­მევ­და და ტან­საც­მელს ყი­დუ­ლობ­და. ყვე­ლა­ფერს გვი­კე­თებ­და, სწავ­ლა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­ფე­რი არ გვაკ­ლდა იმ ბნელ 90-იან წლებ­ში. დე­და­ჩემ­საც ვერ და­ვუ­კარ­გავ, სა­ო­ცა­რი დედა იყო.

11-12 წლის ვი­ყა­ვი გა­დავ­წყვი­ტე გვა­რი გა­მო­მეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. ამის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და მა­მის თან­ხმო­ბა იყო სა­ჭი­რო. მამა და­თან­ხმდა და ხელი მო­ა­წე­რა სა­ბუთს, აი, მა­შინ პირ­ვე­ლად გა­მის­კდა გული.

ნი­ნუ­ცა რომ მშო­ბი­ა­რობ­და, სამ­შო­ბი­ა­რო­ში მო­ვი­და. მერე ცალ­კეც ვი­ლა­პა­რა­კეთ ძა­ლი­ან ბევ­რი. მივ­ხვდი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან ნა­ნობს, ახლა გა­და­სა­რე­ვი ბა­ბუაა, ცდი­ლობს ის და­კარ­გუ­ლი წლე­ბი აი­ნა­ზღა­უ­როს, ჩემ­თა­ნაც იყოს და თა­ვის შვი­ლიშ­ვი­ლებ­თა­ნაც. ვა­პა­ტიე… თუმ­ცა ეს არის მისი ერ­თა­დერ­თი დას­ჯა, რო­დე­საც მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ამას ვლა­პა­რა­კობ.

თეგები: რუსკა მაყაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved