• რეკლამა
  • კონტაქტი
11:47, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო კამპანიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ალია ავტორი - ალია
12:58 12-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა კამპანიის პროექტის „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – შენი ხმა მართლმსაჯულებაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო კამპანია, რომელსაც საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტ სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოვენსი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოსამართლეები, იუსტიციის საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მხარდასაჭერ კამპანიაში მონაწილეები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მადლობა გადაუხადა კამპანიის აქტიური მხარდაჭერისთვის, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსებობის პერიოდი შეაჯამა და იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დგას.

მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება, დადებით შედეგს გამოიღებს ორი ძირითადი მიმართულებით – გაიზრდება დაინტერესება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ და გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს პროცესში.

„დღეს ჩვენ ვდგავართ მთავარი გამოწვევის წინაშე, საზოგადოებას აქვს მწირი ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, რის გამოც დაბალია იმ მოქალაქეთა მაჩვენებელი, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ პროცესში და საქმე ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილონ. იმისათვის, რომ საზოგადოებამ ამ ინსტიტუტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს, გააცნობიეროს სამოქალაქო ვალდებულების შესრულების მნიშვნელობა და იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა სამართლიანობის აღსრულების პროცესში, ჩვენ საერთო ძალებით და მობილიზაციით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით ვიწყებთ კამპანიას, რომლის წარმატებული შედეგები მნიშვნელოვნად განაპირობებს ინსტიტუტის სამომავლო ბედს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია კამპანიაში ჩვენი ქვეყნის საპატიო მოქალაქეების ჩართულობა, ადამიანების რომლებმაც თქვენი პროფესიული საქმიანობით, წარმატებული და დასამახსოვრებელი კარიერით საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვა.“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტ სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოვენსმა კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით ეს მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის დიდი პატივია მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ამ კამპანიას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კამპანია დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს გაიაზრონ რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ის პასუხისმგებლობა რომელიც ამას თან ახლავს“ -განაცხადა ლენა ოვენსმა.

ღონისძიებაზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა „ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – შენი ხმა მართლმსაჯულებაში“ კამპანიის პრეზენტაცია წარადგინა.

ნათია მერებაშვილმა მართლმსაჯულების განხორციელებაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო მასებამდე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

კამპანიის პრეზენტაციაზე, ნაფიც მსაჯულთა კამპანიის ფარგლებში დამზადებული ვიდეორგოლების ჩვენება მოეწყო.

კამპანია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – შენი ხმა მართლმსაჯულებაში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved