სოციალურ ქსელ Instagram-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა. აპლიკაცია მომხმარებლებს შეატყობინებს, რომ მისი გამოყენებისგან უნდა დაისვენონ. ამის შესახებ გამოცემა CNN იუწყება.
გამოცემის ცნობით, კომპანია ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სოციალური ქსელის გამოყენებაზე კონტროლს აწესებს.
ახალი ფუნქციის სახელწოდებაა Take a Break და მისი ჩართვა მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. Instagram საკუთარ მომხმარებლებს შეატყობინებს, რომ სოციალურ ქსელში უკვე დიდი დრო გაატარეს და ცოტა ხნით სმარტფონი გვერდით უნდა გადადონ.
თავდაპირველად, ახალი ფუნქცია სატესტო რეჟიმში აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ავსტრალიაში გაეშვება. რამდენიმე თვეში კი ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
კომენტარები