• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ავტობუსის მოცდის დრო შემცირდება, მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
17:44 12-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

თანამედროვე, „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველა შეძლებს კომფორტულად და სწრაფად გადაადგილებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თბილისის მერმა დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენ შევძელით, საჯარო ტრანსპორტის განახლება და მოდერნიზაცია. შემოვიყვანეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. დავიწყეთ მიკროავტუბუსების პარკის სრულად განახლების პროექტი. წლის ბოლომდე მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება, მომდევნო წლიდან ეტაპობრივად აღიჭურვება და შესაბამის მარშრუტებზე გადაადგილდება. ასევე, მეტროს მოდერნიზაცია და ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტები განხორციელდება. ვქმნით ათ სატრანზიტო დერეფანს და ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება. თბილისს დაემატება კიდევ 200 ახალი ავტობუსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ავტობუსის მოცდის დრო საშუალოდ, 20-დან შვიდ წუთამდე შემცირდება.

„სამწუხაროდ, ზოგ უბანში ან საერთოდ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან მოცდის დრო ძალიან დიდია. მომდევნო წლებში ეს პრობლემა მოგვარდება. მეტროს დაემატება ახალი ვაგონები, დაინერგება სატრანსპორტო სერვისის მიღებისას ერთიანი სააბონიმენტო სისტემა, მოეწყობა საბაგირო გზები და 515 კმ სიგრძის ველობილიკი. განხორციელდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემის საბოლოო შეკვრას განაპირობებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულო მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხზე მსჯელობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved