ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილმა ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის. მისივე თქმით, მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
“ასე სუსტად პრეზიდენტი სააკაშვილი ნამდვილად არ მინახავს, რაც, დიდი ალბათობით, წამების შედეგია, რომელიც ამ ადამიანს გლდანის ციხეში განაცდევინეს. ვისაუბრეთ გეგმებზე და მე შემიძლია კიდევ ერთხელ გავუმეორო “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ გელოდებათ ძალიან ცხელი ზამთარი,” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
კომენტარები